ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასადმი პატივის მიგებით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში ფალიაშვილის ქუჩაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე არსებული სპეც. ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
ცენტრალურ ბულვარში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მისულ სტუმრებს შემეცნებით-გასართობი აქტივობები შეთავაზა. სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში დაინტერესებული პირები ეცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში მდებარე ყველასათვის საყვარელი პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, თეთრა მღვიმეს შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იყო უნიკალური დაცული ტერიტორიების სივრცეები, სადაც მსურველებს ქონდათ საშუალება ვირტუალურად ემოგზაურათ.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.
ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილი იყო ,,საქართველოს ფოსტის“ სტენდი. ასევე, დღის მანძილზე მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
საზეიმო ღონისძიებებ დღის ბოლოს თემურ თათარაშვილის, რუსა მორჩილაძის და ჯგუფის „ოჩოს ქოხი” კონცერტით დასრულდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა