ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ქალაქში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
ცენტრალურ ბულვარში, სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი, განთავსებულია სტენდები, რომლებზეც დატანილია ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ, ასევე არის ინსტალაციები, დინოზავრების მაკეტები.
დღეს წარმოდგენილი იქნება როგორც გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, ასევე სპორტული აქტივობები. გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ორკესტრის მსვლელობა. ტრადიციულად, წარმოდგენილია ჯავშანტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა.
ქუთაისში ღონისძიებების წარმოდგენია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო. ღონისძიება ოფიციალურად 14:00 დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი