|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით აქცია გამართა

ქუთაისში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით აქცია გამართა, სადაც  ხელისუფლების მიერ ევროკავშირის სიმბოლიკის გაქრობა გააპროტესტეს.    

აქციის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას, რადგან სწორედ ის იყო პირველი, ვინც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და მან დააყენა საქართველოს დასავლურ რელსებზე.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  ქართული ოცნება”  სპეციალურად უკეთებს საბოტაჟს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს და არ მისცემს მათ უფლებას, რომ ქვეყანას მოუსპონ ევროპული მომავალი..

ავტორი: