|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ,  მილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც სახლში ქვები შეცვივდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამუშაოებს "გაზსერვისი" ახორციელებდა. მათი განმარტებით,  მილში დაპრესილი ჰაერი აფეთქდა. მათი თქმით, სავარაუდოდ,  პრობლემა უხარისხო მილმა გამოიწვია და მოხდება მომხდარის შესწავლა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი