|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა შემოვლითი გზითაა შესაძლებელი

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.  

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ავტორი: