NewPress.ge RSS Feed https://newpress.ge/37320 Hello Tech გოგოებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/_37.jpg შეთავაზება კახეთში, გურიასა და შიდა ქართლში მცხოვრებ გოგოებს. თიბისი ქვეყნის მასშტაბით ტექეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად კახეთში, გურიასა და შიდა ქართლში მცხოვრებ გოგოებს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობს.  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა „Hello Tech გოგოებისთვის“  მიზნად ისახავს 15-25 წლის ასაკის გოგოებისთვის ტექნოლოგიების სფეროში საბაზისო ცოდნის მიწოდებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარებას.  ერთდღიანი ფიზიკური ტრენინგის ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროფესიასა და სწავლის დაწყების გზებს. პროგრამა, ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას, მის პრაქტიკულ გამოყენებას სამუშაო პროცესში, AI-ს პასუხისმგებლიან მოხმარებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი AI-ის გამოყენებით კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს დაეთმობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ეფექტური CV-ის, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn პროფილის შექმნის შესახებ.  ტრენინგებს გაუძღვებიან წამყვანი პროფესიონალები თიბისის ტექ და AI მიმართულებებიდან, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ განვლილ გზასა და რეალურ გამოცდილებებს გაუზიარებენ.  „Hello Tech გოგოებისთვის“ გაიმართება ფიზიკურ ფორმატში: გორი - 23 თებერვალი | 10:00 - 18:00 ოზურგეთი - 24 თებერვალი | 10:00 - 18:00 თელავი - 26 თებერვალი | 10:00 -  18:00 ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება 20 თებერვლამდე. რეგისტრაციისთვის და დამატებით ინფორმაციისთვის გადადგით ბმულზე: Hello Tech გოგოებისთვის აღნიშნული პროექტით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას რეგიონებში და ხელს უწყობს გოგოების ჩართულობას ამ სფეროში.    https://newpress.ge/37318 რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მეწარმეს პოლიტიკური აქტივობისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/parla.jpg პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს, - აღნიშნული ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას წარადგინა. როგორც ცნობილია, მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრება. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული იყო მეწარმე სუბიექტის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება - პირველ შემთხვევაში 20 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 40 000 ლარის ოდენობით. კორექტირებული ვარიანტის თანახმად, მეორედ ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ მეწარმე იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე. აღნიშნული ქმედებისთვის მეწარმე იურიდიული პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.           https://newpress.ge/37317 ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს http://newpress.ge/uploads/all/images/Press%402x-100%20(1).jpg 100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და პარტნიორ ობიექტებში, მათზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს. მომხმარებლების სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით, თიბისი არჩევს ისეთ პარტნიორ ობიექტებსაც, სადაც ისინი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. თიბისის  პარტნიორებს ახლახან შეუერთდა Bolt Food, სადაც 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ- Bolt Plus წლიური მიტანის სერვისის ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, 69,99 ლარს, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებთ.   ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია, თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით.  შეთავაზებით სარგებლობისთვის, დაამატეთ ბარათი Bolt Food-ის აპლიკაციაში და გადაიხადეთ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay/ Google Pay  გადახდებზე და სხვა შეკვეთასთან ერთად, წლიური მიტანის სერვისის შეძენისას.  თიბისის და Boolt Food-ის 16-20 თებერვლის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.  აიღე, ახალი თიბისი ბარათი ონლაინ  რამდენიმე წამში- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის  გარეშე. გაიმარტივე ცხოვრება და ისარგებლე მუდმივად შენზე მორგებული შეთავაზებებით.  https://newpress.ge/37309 თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება http://newpress.ge/uploads/all/images/a5(1).jpg 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება. თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებითაც სარგებლობს. „ბანი 2007“ 18 წელია თიბისის პარტნიორია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს  უძრავი ქონების მენეჯმენტს; Hilton Garden Inn კი, ჯგუფის მეორე ობიექტია სტუმარმასპინძლობის სექტორში. “მოხარული ვარ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ეს ნიშნავს რეგიონის ეკონომიკაში ჩადებულ ინვესტიციას, რაც ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას. სწორედ ესაა მთავარი პრიორიტეტები, რომლებსაც თიბისი  პროექტების დაფინანსებისას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ  მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორს მთელს საქართველოში. სასტუმრობისა და ტურიზმის სექტორში თიბისის პორტფელი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ბანკმა ინდუსტრიის დაფინანსება 210 მილიონი ლარით, 22%-ით, გაზარდა“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. “მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ქალაქისა და რეგიონის წინაშე. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტით ბორჯომში მდგრად ეკოსისტემას ვქმნით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება რამდენიმე კომპანია და დასაქმდება არანაკლებ 80 ადამიანი, ექსპლოატაციის შემდეგ კი დაახლოებით 100 ადგილობრივი მიიღებს სტაბილურ სამუშაო ადგილს. განსაკუთრებულად გვიხარია თიბისისთან პარტნიორობა - ბანკთან, რომელიც რეგიონების გრძელვადიან განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს; პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს დაფინასებას, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის“,- ვაკო საღირაშვილი, პროექტის აღამასრულებელი მენეჯერი  „Hilton Garden Inn-ის პროექტის განხორციელება ბორჯომში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას ქვეყნის ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის და მოხარული ვართ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმით თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში“ - კომპანია სარგებლობს სააგენტოს პროგრამით „ბიზნეს უნივერსალი“. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქვეყანაში ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესების გააქტიურებას“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი. https://newpress.ge/37306 ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა - ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს http://newpress.ge/uploads/all/images/Pres.jpg რეალური დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს. მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.  „ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს მოერგებოდა და ყოველდღიურობას გაუმარტივებდა. ერთ წელიწადში მილიონმა მომხმარებელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალური სარგებელია- მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული ციფრული გამოცდილებით “, - ეკა სანაძე, თიბისის საბარათე ბიზნესის ხელმძღვანელი. რეალური დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება მომხმარებელთა ეს რიცხვი ასევე ნიშნავს, რომ 1 მილიონზე მეტი ადამიანი აქტიურად არის ჩართული თიბისის ერთგულების პროგრამაში - სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია ყოველდღიურ გადახდებზე და რეალურ, ხელშესახებ დანაზოგზე. ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლები ყოველდღიურად აგროვებენ თანხას - ბარათით ყოველი გადახდის, შერჩეულ კატეგორიებში მეტის დაგროვებისა თუ მათზე მორგებული მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებების საშუალებით.    ბარათის უპირატესობები ასევე მოიცავს: წვდომას ასობით განსაკუთრებული შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება; ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას; უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში; მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს.   რაც ყველაზე მთავარია, ახალი თიბისი ბარათი არის სრულიად უფასო თიბისი ბარათის აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე. ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა - სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა, თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.  https://newpress.ge/37305 ანაბარი - „საერთო მიზანი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(1)_5.jpg დაგროვება უფრო მარტივია, რადგან აგროვებთ არა მარტო, არამედ ახლობელ ადამიანებთან ერთად. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მათ უმარტივებს ცხოვრებას.  ანაბარი - „ჩვენი საერთო მიზანი“, თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც სწორედ მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ანაბრების სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, “საერთო მიზნით” დაგროვება უფრო მარტივია, რადგან აგროვებთ არა მარტო, არამედ ახლობელ ადამიანებთან ერთად.   საერთო მიზნებისთვის ანაბრის გახსნა პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან, მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ. ანაბრის გახსნის ინსტრუქცია: თიბისის მობაილბანკში უნდა შეხვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ ანაბარი, გადახვიდეთ პროდუქტზე - „ჩვენი საერთო მიზანი“ და არსებული შაბლონებიდან (მოგზაურობა, საჩუქარი, ქორწილი, სტარტაპი, სახლი, ბავშვისთვის, და სხვა) აირჩიოთ თქვენთვის სასურველ მიზანი ან შექმნათ საკუთარ მიზანი და დაარქვათ სასურველი სახელი, რადგან საერთო სახელის დარქმევა საერთო მიზანს უფრო ხელშესახებს ხდის. ბოლოს კი, აირჩიოთ ანაბრის ვადა (1-დან 24 თვემდე ნებისმიერი ვადით) და დაიწყოთ დაგროვება საერთო მიზნისთვის.  ანაბრის შექმნის შემდეგ, რასაც რამდენიმე წამი სჭირდება, ბმულით იწვევთ ჯგუფის წევრებს, რომლებთან ერთადაც აპირებთ დაგროვებას - ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის, აგროვებთ იმდენ ადამიანთან ერთად, რამდენთანაც გსურთ. მოწვევის ბმულის გაზიარება კი, მობაილბანკიდან გაუსვლელად, ნებისმიერი არხის საშუალებით შეგიძლიათ - Messenger, Whatsapp, Instagram, Mail… ასევე, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეძლებთ ჯგუფის დატოვებასაც.  მობაილბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში, მიიღებთ სტანდარტულზე 0.5%-ით მაღალ სარგებელს ნებისმიერ ვალუტაში, წლიური ეფექტური ლარში 8.83%-დან. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.  დაიწყეთ დაგროვება დღესვე თქვენი საერთო მიზნებისთვის - გახსენით ანაბარი “ჩვენი მიზანი” მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან.  ანაბრის გახსნის ვიდეო ინსტრუქციის სანახავად კი, გადადით ბმულზე.   https://newpress.ge/37303 „ფასების კომისია“ საერთაშორისო კომპანიის მოწვევას ითხოვს http://newpress.ge/uploads/all/images/WhatsApp%20Image%202026-02-11%20at%2018.30.37.jpeg   სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის -  ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.   კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოების პროცესის და შემდგომ მზა პროდუქციის სასურსათო ქსელებში განთავსების საკითხებზე ისაუბრეს და კომისიის წევრებს ის პრობლემები და გამოწვევები გააცნეს, რაც აღნიშნულ პროცესს უკავშირდება.   კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შპს „პოულტრი ჯორჯიას“ და „დილის პროდუქტების“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენს. მათივე თქმით, პროდუქციის ფასების მატებას ე.წ. ქეშ-ბექი იწვევს, რომელიც დაახლოებით 22-25%-ს შეადგენს.   საოპერაციო ნაწილის ხარჯებზე, იგივე „ქეშ-ბექის“ საკითხზე ისაუბრა ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს „ლიდერფუდის“ დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ. მისი თქმით, კომპანია ქსელურ მარკეტებს გაყიდული პროდუქციის 35%-მდე თანხას უკან უბრუნებს და აღნიშნული ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრისას ირაკლი დუმბაძემ მუშა-ხელის დეფიციტსა და ვადაგადაცილებული პროდუქციის უტილიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.     კომპანია „ჩირინას“ დირექტორის, რევაზ ვაშაკიძის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქციის კვოტირება მოხდეს, რაც ქართულ ბაზარს ჭარბი იმპორტირებული პროდუქციის შემოტანისგან დაიცავს.   კომისიის სხდომაზე, რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების: შპს -„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“, „ყვარლის ბაგა“ და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმომადგენლებმა მათ სფეროში არსებული საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას რძის ფასი წარმოადგენს, რაც რქოსანი პირუტყვის საკვებ იმპორტირებულ ნედლეულს უკავშირდება. მწარმოებელთა ინფორმაციით,  ადგილობრივი საკვები ნედლეულის წარმოების განვითარების შემთხვევაში, რძის წარმოების თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება და სექტორი კიდევ უფრო გაჯანსაღდება.   დროებითი კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც კომისიის წევრებმა ადგილობრივი მწარმოებლებისგან დამატებითი ინფორმაცია მოისმინეს.   „კომისიის მიზანია შეისწავლოს თუ რა პრობლემები აქვს სექტორს და მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საკითხის მიმართ დადებითად და კონსტრუქციულად არიან განწყობილი. ვთანხმდებით, რომ პროდუქციაში  ფასნამატი მაღალია, რომელიც სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს. გვსურს ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რომ სექტორი სისტემურად გაჯანსაღდეს, რაც პროდუქციაზე ფასების დაწევას განაპირობებს. ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ხუთი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა სწორად იდენტიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვეცოდინება პრობლემის არსი შემდგომ სწორი ანალიზით შევძლებთ შესაბამისი მექანიზმების ჩართვას. ეს კი სექტორის გაჯანსაღებამდე და კმაყოფილ მომხმარებლამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.   მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში მოსმენილი ინფორმაციებიდან შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა: პირველი -  მწარმოებლები მნიშვნელოვანწილად  დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის; მეორე - საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი წილი უკავია გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯებს. ეს მოიცავს „ქეშ ბექს“, ქსელში შესვლის საფასურს, თაროს გადასახადს და სხვა, რაც პროდუქტის საბოლოო ფასს მნიშვნელოვნად ზრდის; მესამე - მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და ქსელურ მარკეტებს შორის შეინიშნება ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც ზედა რგოლს  უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს კომერციული პირობები; მეოთხე - სამუშაო კაპიტალის მოცულობა, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. გადახდების გაჭიანურება ზრდის ფინანსურ ხარჯებს და საბოლოოდ ქმნის დამატებით ზეწოლას პროდუქციის ფასზე; მეხუთე - მარაგების არაეფექტიანი მართვა და ნაშთების დაგროვება, რაც  ფინანსურ ტვირთს ზრდის.   სხდომის დასასრულს, შოთა ბერეკაშვილმა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასწარმოქმნის საკითხის შესწავლის მიზნითს მოწვევის ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შერჩევაც ტენდერის წესით მოხდება.   „ინიციატივა გვაქვს, რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს, რომელსაც პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორის შესწავლის კარგი გამოცდილება აქვს. კომპანია, რომელიც შეისწავლის ჩვენი სექტორის სტრუქტურას, ბიზნეს პროცესებს, არსებულ პრობლემებს და რეკომენდაციებს დაწერს. ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან კომისიის მუშაობის პარალელურად, გვექნება განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება დროებითი კომისიის მუშაობას“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. https://newpress.ge/37304 რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%20(1).jpg 11 თებერვალს ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. მთავარია გჯეროდეს საკუთარი ძალების, მიზნების და იმისა, რომ ცნება „შეუძლებელი“ მხოლოდ დროებითი საზღვარია. სწორედ ამ რწმენამ, სხვადასხვა ეპოქაში, სამი ქართველი ქალის ისტორია უშბის მწვერვალზე ერთი იდეით გააერთიანა - ქალებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა, მაშინაც კი, როცა გზა რთული, გარემო კი სტერეოტიპებით სავსეა. 11 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი მთამსვლელი ქალის და ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ამ თარიღის ირგვლივ თიბისიმ, სიმბოლურად, სხვადასხვა ეპოქის სამი ქალის - ალექსანდრა ჯაფარიძის, მარიამ გელაშვილისა და მაია სიჭინავას ისტორიები გააერთიანა. მათ შეუპოვრობით, მიზნისა და საკუთარი თავის დაჯერებით შეუძლებელი შეძლეს და უშბის მწვერვალებზე ავიდნენ. 1934 წელს ალექსანდრა ჯაფარიძემ ისტორია დაწერა - ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში, რადგან ალექსანდრა იყო პირველი ქალი, ვინც უშბის მწვერვალზე შედგა ფეხი. „გინდა აჯობო ამ კლდეებს, აჯობო შენს თავსაც. მაშინ თითქოს სხვად იქცევი, და უფრო კარგი ხარ, უფრო ძლიერი“ - აღნიშნავდა ალექსანდრა ჯაფარიძე. ალექსანდრა ჯაფარიძის დაწყებული გზა, 90 წლის შემდეგ, 2024 წელს ალპინისტებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ განაგრძეს - პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უშბის ჩრდილოეთ მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწიეს. თიბისის ახალი ვიდეორგოლში  მარიამი და მაია, ალექსანდრას მუდმივი შთაგონებით, მოგვითხრობენ: „უშბაზე ასვლა საკუთარ თავზე გამარჯვებას ჰგავს. არც ზედმეტი სითამამე უყვარს, არც მარტივად გიღებს, თუმცა თუ მიგიღო - სამუდამოდ მისი ერთგული რჩები“ - მაია სიჭინავა. „უშბამ ბევრი დაბრკოლება დაგვახვედრა გზად, მაგრამ თან ყველაზე მნიშვნელოვანი - მიზნისკენ ჯიუტად სვლა გვასწავლა. ის, რისიც ცხოვრებაში ასე ძალიან გჯერა, რისკენაც ასე შეუპოვრად მიდიხარ, შეუძლებელია არ გამოგივიდეს. ამ გზაზე, ხან საკუთარი თავის უნდა დაიჯერო და წინ იარო, ხანდახან კი, უნდა გაჩერდე კიდეც, იმიტომ რომ, ზოგჯერ, მწვერვალი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები“ - მარიამ გელაშვილი. ალექსანდრა ჯაფარიძის, მაია სიჭინავას და მარიამ გელაშვილის მიღწევები მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება რწმენა რეალურ ძალად, რომელიც მიუღწეველი მწვერვალების დაპყრობასაც კი შესაძლებელს ხდის. ქალებისა და გოგოების გაძლიერება, საკუთარი მიზნებისკენ სვლის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა თიბისისთვის ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ირწმუნონ საკუთარი მიზნების, შესაძლებლობები და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ - სპორტში, ტექნოლოგიებში, განათლებასა თუ მეწარმეობაში. https://newpress.ge/37302 თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_5.jpg კომენტარები მკითხველებისგან როგორც ყოველთვის, მისასალმებელია აქტიური ჩართულობა და უკუკავშირი მკითხველებისგან, რომელთა კომენტარებსაც ეთმობა დღევანდელი მაკროეკონომიკური განახლება. კერძოდ, განხილულია მიმდინარე მაჩვენებლები, როგორებიცაა ინფლაციის ბოლო დინამიკა და მისი გავლენა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ლარის კურსზე, სავალუტო კონვერტაციები და უცხოური ვალუტის რეზერვები, უახლესი ინდიკატორები და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აგრეთვე დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის განსაზღვრის სახელმძღვანელო პრინციპები. თიბისი კაპიტალის ბოლო ორი მაკროეკონომიკური პუბლიკაცია  საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ვრცელ მიმოხილვას და 2026 წლის პროგნოზებსა და საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის წარმატების მაგალითს მიეძღვნა.    დავიწყოთ ინფლაციით. იანვარში ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა, რაც დეკემბრის 4%-იან მაჩვენებელზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი 2026 წლის პირველ ორ თვეში ინფლაციის აჩქარება იყო, იანვრის ინფლაცია მცირედით, თუმცა მაინც ჩვენს 4.5%-იან საბაზო სცენარზე მაღალია. აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ინფლაცია საკმაოდ აჩქარდა. აგრეთვე, მართალია ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალი დინამიკა სამომხმარებლო კალათის არა ცალკეულ პროდუქტებში, არამედ შედარებით ფართო ასორტიმენტში დაფიქსირდა.    ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინფლაციის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვაა საჭირო? შესაძლოა, თუმცა მხოლოდ მცირედით: იმპორტული ინფლაცია სუსტი რჩება, შრომის ბაზრიდან ზეწოლა არ იკვეთება, მომსახურების ინფლაცია კი - რომელიც გრძელვადიან ტენდენციებს ყველაზე ზუსტად ასახავს - თვიურ ჭრილში მცირედი ზრდის მიუხედავად მაღალი არაა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მარტისთვის ფასების წლიური ზრდა 4%-ს დაუახლოვდება, ხოლო შემდგომ თანდათან შენელებას განაგრძობს. ინფლაციის პროგნოზის კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და, კონკრეტული ინფორმაციის არარსებობის გამო, მოცემულ პროგნოზში გათვალისწინებული ჯერჯერობით არ არის.   მაღალი ინფლაცია, თავისთავად, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს. თუმცა, ერთი მხრივ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის არა მიმდინარე ინფლაცია, არამედ მისი პროგნოზია მნიშვნელოვანი. შესაბამისად, რადგან საბაზო სცენარი კვლავ ინფლაციის შენელებაა, სახეზეა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების წინაპირობაც. მეორე მხრივ, მიმდინარე ინფლაციის მნიშვნელოვანი მერყეობა მოლოდინებზე ახდენს გავლენას, რაც, შესაძლოა, პროგნოზს გადაეცეს. გასათვალისწინებელია იანვარში ფასების ზრდის ტემპის აჩქარებაც. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყების თარიღზე გადაწყვეტილება სებ-ის მიერ ერთჯერადი ფაქტორების გავლენის შეფასებაზეა დამოკიდებული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა დღეს, 11 იანვარს გაიმართება. ჩვენი უცვლელი პროგნოზით, განაკვეთი წლის ბოლომდე 7.5%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს, გამოვყოფთ ორ ფაქტორს. პირველ რიგში, ვინაიდან ინფლაციის მიმდინარე დინამიკა იმპორტული პროდუქციის გაძვირებით არ არის განპირობებული, ლარის გამყარება ფასებზე ზეწოლის შემცირების კუთხით ნაკლებად რელევანტურია. თუმცა, ამავდროულად, ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირი კი ცალსახაა. გასათვალისწინებელია ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაში იმპორტული შუალედური პროდუქციის ფაქტორიც, ისევე როგორც იმპორტის კომპონენტი შერეული პროდუქციის ინფლაციაში. შესაბამისად,  გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბის ფონზე.   ამასთან, აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია სავალუტო კონვერტაციები - სიმარტივისთვის, დეპოზიტების ლარიზაცია - რომლებიც 2025 წელს ლარის მხარდამჭერი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო. მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია. ყოველდღიურ ინდიკატორებზე დაყრდნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია მცირედით შემცირდა. ამავდროულად, ინტერვენციები, რომლებიც ლარიზაციასთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, ასევე შენელდა და იანვარში, დაახლოებით, 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა, თებერვლის პირველი კვირის მონაცემებით, კვლავ გააქტიურებულია. საერთო ჯამში, საბაზო სცენარში 2026 წელს ლარის მცირედი გაუფასურება არა მხოლოდ სავალუტო კონვერტაციების ეფექტის მილევას უკავშირდება, არამედ 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საგარეო ბალანსის გარკვეულ გაუარესებასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილ ალბათობასაც. აღნიშნულ ფაქტორებს გარკვეულწილად აბალანსებს სებ-ის გაზრდილი სავალუტო რეზერვები. მთლიანმა რეზერვებმა იანვრის ბოლოს 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო წმინდა რეზერვებმა (სსფ-ის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე) – 3.5 მილიარდ აშშ დოლარს.   რაც შეეხება უახლეს ინდიკატორებს, იანვარში უნაღდო დანახარჯები გააქტიურებულია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამას ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ჩვენი საბაზო სცენარი მოიაზრებს. აჩქარება შეინიშნება არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებშიც. საპირისპიროდ, თებერვლის პირველ რამდენიმე დღეზე დაყრდნობით, უკვე შენელების ტენდენცია იკვეთება, თუმცა სრული თვის ჭრილში დასკვნების გამოტანაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. გასული რამდენიმე წლის დასაწყისში თიბისი კაპიტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, როგორც წესი, საბაზრო კონსენსუსზე მაღალი იყო. საპირისპიროდ, მიმდინარე წელს ჩვენი 4.5%-იანი საბაზო სცენარი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ჭრილში ყველაზე დაბალია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, აღნიშნულ ნორმალიზებას როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები განაპირობებს. რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკრაინაში ომის დასრულების პოტენციურ ვადებსა და პირობებს, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება.   და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ დაფინანსების ოპტიმალური მულტისავალუტო კალათის განსაზღვრის საკითხმა მეტი ინტერესი გამოიწვია. ამდენად, სად შეიძლება მკითხველმა იხილოს კალათის კონკრეტული სტრუქტურა? რასაკვირველია, ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებული ანალიზი ყველაზე ეფექტიანია, თუმცა განზოგადებული მაჩვენებლების გათვალისწინებაც ძალზე სასარგებლოა.   ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია ოთხ საფეხურს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული აუცილებელია ოპტიმალური სავალუტო კალათის განსაზღვრისთვის. ეს მოიცავს შემოსავლებისა და ვალდებულებების შესაბამისობის უზრუნველყოფას, ბიზნესის ციკლურობის, სხვადასხვა დანახარჯის გათვალისწინებას, რისკის აპეტიტს და ა.შ., რაც დეტალურად ჩვენს ბოლო პუბლიკაციაში არის განხილული. რაოდენობრივი შეფასებები თიბისი კაპიტალმა პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაქვეყნა, 2024-2025 წლებში კი მკითხველს რეგულარულ განახლებებს სთავაზობდა. უფრო კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები, პრაქტიკული ცხრილის სახით, უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.   ბოლო დინამიკის კუთხით, აშშ დოლარი 2026 წელს როგორც ევროს, ასევე სავაჭრო პარტნიორების მიმართ დამატებით გაუფასურდა, თუმცა თებერვალში ეს ტენდენცია ნაწილობრივ შეიცვალა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ უჩვეულო ვოლატილურობას, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ დოლარს ახასიათებს და, ჩვენი შეფასებით, სტრუქტურულ ფაქტორებს ასახავს. შესაბამისად, ევროს გამყარება ჩვენს პროგნოზებთან სრულ თანხვედრაშია. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში თიბისი კაპიტალმა ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ოქროს ფასების დინამიკის ანალიზსა და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგიისთვის მის მნიშვნელობას დაეთმო. სწორედ ამ პუბლიკაციაში იყო დასაბუთებული აშშ დოლარში უფრო მეტი სესხის აღების მიზანშეწონილობა. მას შემდეგ, ევრო დამატებით, დაახლოებით, 3%-ით არის გამყარებული.   როგორ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, როდესაც ევრო გამყარდა? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, საბაზო სცენარი ევროს დამატებით გამყარებაა, ხოლო აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში სუსტი რჩება, რაც უკვე დოლარში მეტი სესხების მხარდამჭერი ფაქტორია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ, მართალია ისტორიულად ლარი ევროსთან მიმართებით უფრო სტაბილურია, მაგრამ უკრაინაში კონფლიქტის რეზოლუციის სცენარი ერთდროულად მიგრანტების პოტენციურ გადინებასა და ევროს გამყარებას მოიაზრებს. ამდენად, ამ სცენარში ლარი, პირიქით, შესაძლოა, გაუფასურდეს, რაც სესხის აღებისას ასევე ევროს წილის შემცირების არგუმენტია. ჯამურად, მართალია, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით კომპლექსურად გამოიყურება, თუმცა მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის გაცვლითი კურსის თიბისი კაპიტალის წონასწორული შეფასებების გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.5 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007346-macro-update-georgia   https://newpress.ge/37300 რა მოხდა კლინიკა „უნიქალ მედიში“ - დაზარალებული ექიმის ადვოკატის განცხადება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98.PNG ექიმმა ინდირა კოპალეიშვილმა თვითმკვლელობა სცადა. ქუთაისში, კლინიკა უნიქალ მედიში, მომხდარი თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის ფიგურანტის, ინდირა კოპალეიშვილის ადვოკატი იოსებ კენჭაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, ფაქტის რეზონანსულობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა საზოგადოების ყველა კითხვისთვის პასუხი გაეცა.    „ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებული ქალბატონი არის ინდირა კოპალეიშვილი, ამ კლინიკის კლინიკური მენეჯერი, სამეიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, კლინიკის მთავარი ექიმი. ინდირა კოპალეიშვილი ფართო საზოგადოებისთვის და პროფესიული წრეში ცნობილი ექიმია, რომელიც ხასიათდება უმწიკლო პროფესიული და პირადი წარსულით. სხვადასხვა პერიოდში ყოფილა სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტი. მისი პროფესიული რეპუტაცია პიროვნული ღირსება და საქმიანობის თავისუფლება გახდა კლინიკის დირექტორის მხრიდან ხელყოფის საგანი, იმის ფონზე როცა თავად კლინიკის წარმატებაზე საუბრობს. ყველა პროფესიული წარმატება კლინიკაში არის უპირველესად მთავარი ექიმ, კლინიკური მენეჯერ, ინდირა კოპალეიშვილის წარმატება და არა ადმინისტრაციული დირექტორის, არაპრაქტიკოსი ექიმის, რომლის მიზანიც არის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, (თორე კლინიკაში ხელფასები გაუცემელია) და მისი მოსვლის დღიდან ჯერ არავითარი ფინანსური წარმატება არ აქვს კლინიკას. სამწუხაროდ დირექტორი კახა ნურალიძე გამოირჩევა ხისტი დიქტატით, მისი მმართველობის დროს ანუ ამ ბოლო წლის განმავლობაში კლინიკა დაიყო „მის გუნდად“ და დანარჩენ თანამშრომლებად, რაც საბოლოო ჯამში აზიანების კლინიკის რეპუტაციას და თანაშრომლების პროდუქტიულობას, ამის ნათელი მაგალითი გუშინ მომხდარი ინციდენტი არის ცალსახად. დირექტორი მოითხოდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფიდან არამართლზომიერი მითითებების შესრულებას, არარელევანტური და შესაძლო მართლსაწინააღმდეგო დავალებების შესრულებას, რასაც დაზარალებული ექიმი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გამუდმებულმა ფსიოლოგიურმა ზეწოლამ, პროფესიული და პირადი ცხოვრების ხელყოფის დამუქრებით, დირექტორის მხრიდან, მთავარი ექიმი ინდირა კოპალეიშვილი ჩავარდნილია სულიერად მძიმე მდგომარეობაში, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ის რაც ორშაბათ დილით მოხდა. სსკ 115 მუხლით გათვალისწინებული თვითმკვლელობამე მიყვანით დაიწყო გამოძიება უკვე გუშინ. მაგრამ ჩვენი სათქმელი ეხება ორშბათ დილის ფაქტამდე არსებულ გამოუვალ მდგომარეობას ინდირა კოპალეიშვილის და რამდენადაც დაზარალებული განმარტავს კიდევ ბევრი თანამშრომლის ყოფას. ჩვენ უკვე მივმართედ პროკურატურას სხვა შესაძლო დანაშაულების არსებობასა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე დირექტორის მიმართ, რაც შეიძლება მოიცავდეს სსკ 168 მუხლით გათვალისინებულ შრომის თავისუფლების ხელყოფას. სსკ 144 მე 3 პრიმა მუხლით გათვალისინებული (არაადამიანულ და დამამცირებელ მოპყრობას) იმედი გვაქვს, საგამოძიებო მოქმედებებების გაფართოვების და ამ მიმარულებით სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების. ამასთანავე მადლობა მინდა გადავუხადო საპოლიცო და საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისთვის. ჩვენი მხრიდან უწყვეტად მოგაწოდებთ ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს, რომლის ნაწილიც უკვე წარმდგენილია გამოძიებისთვის. მინდა ასევე პასუხი გავცე იმ პიარ კამპანიას, რომელიც იწარმოება სოციალურ ქსელში დირექტორის მითითებით და მოთხოვნით, გთხოვთ თავი შეიკავოთ სიძულვილის ენის ტირაჟირებით, ასევე მხარდამჭერებს მოგიწოდებთ, რომ გაიაზროთ რასთან არის საქმე და არ აღმოჩნდეთ უხერხული ფაქტების წინაშე, რასაც ამ საქმის გამოძიება წარმოაჩენს. ყველასთვის შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა გუშინ, არავის არ უხარია ეს ფაქტი და შეიძლება ითქვას შრომითი ურთიერთობა, გადავიდა სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების და გამოძიების ეტაპზე. ამასთნავე მინდა ვუპასუხო დირექტორის ბრალდებას, რომ ეს არის ბინძური პროვოკაცია, და „ფრაზას „ჩვენ ველოდით პროვოკაციას“, და რომ ეს არის რაღაც სხვა კონფლიქტის ნაწილი. მკაფიოდ ვამბობ გუშინდელი ინციდენტი არის ტრაგიკული მოვლენა რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია სსკ 115 მუხლით. არავინ ცდილობს ჩვენი მხრიდან ფაქტების გაბუქებას, პირიქით ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა სექსუალური შევიწროვება, როგორც ეს დაიწერა რომელიღაც სააგენტოს მიერ, ეს ფაქტი შესაძლოა გამოეწვია იმ ფაქტობრივ გარემოებებს რომელზეც მიმართვა დღეს უკვე გავაკეთეთ პროკურატურაში და რომელზეც ზემოთ ვისაუბრე და ეს გამოძების კვლევის საგანი უნდა გახდეს. ასევე მინდა პასუხი გავცე დირექტორის მიერ ნათქვამ ფრაზას,  მისი ფეხით წავიდა კლინიკიდან, - მოგახსენებთ რომ კლინიკური მენეჯერი და მთავარი ექიმი ინდირა კოპალეიშვილი, თავად კლინიკაში ამბულატორიული დახმარების შემდეგ 5 საათიანი ექიმების ზედამხედველობის და ზრუნვის შემდეგ, როცა მისი წნევა დაეცა 160 მდე, ( რადგან მანამდე ფიქსირდებოდა 200 მდე არტერიული წნევა) მხოლოდ უამრავი დამამშიდებლის და შესაბამისი სამედიცინო დამხარების შემდეგ პოლიციის ეკიპაჟით დახმარებით გადაყვანილი იქნა გამოკითხვაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟი და მომხდარი ფაქტი მის ემოციურ მდგომარეობას შესაძლოა კვლავ აბრუნებდეს სტრესულ ვითარებაში, რის გამოც მოგიწოდებთ თავის შეკავებას მის მიმართ უსაფუძვლო და პროფესიულ თუ პიროვნული ღირსების დაკნინებისა და შეურაცხყოფისთვის. ამ საკითხზე ყველა ქმედებას ექნება მკაცრი სამართლებივი რეაგირება რადგან პატიოსანი და პროფესიული ექიმის, ინდირა კოპალეიშვილის, რეპუტაცია არის მისი უმწიკლო მრავალწლიანი თავდადებული მუშობის მონაგარი და არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს მას. სათქმელი ძალიან ბევრია, უამრავი ფაქტი და მტკიცებულებაა, რომელიც შესწავლის საგანია. შეიძლება ყველა არაადეკვატურ და უსაფუძვლო ფრაზას ან ბრალდებას ზუსტად გაჟღერებისთანავე ვერ გავცეთ პასუხი, მაგრამ აუცილებლად პერიოდულად გვექნება საზოგადოების ინფორმირების საშუალება. სადაც შეძლებისდაგვაად წარმოავაჩენთ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაზეც ვსაუბობთ და რაზეც ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.  ცნობისთვის, გუშინ, 9 თებერვალს  ექიმმა ინდირა კოპალეიშვილმა თვითმკვლელობა სცადა.  https://newpress.ge/37299 სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა - ეკა კუპატაძე http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90.PNG მოკლული მაწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი, - ასე ეხმიანება მოკლული ექიმის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმად, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის სამ ფიგურანტს, ძალადობის სხვა შემთხვევების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისთვის წარედგინა ბრალი.  ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ მისი ყვირილით სხვების შვილები გადაარჩინა.  "შოკი მაქვს, ხალხო, მადლობა პროკურატურას... რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?.. გამოშავდეს ჩიქოვანის დედა, გამოშავდეს გაბაშვილის მამა! დამემალეთ! მომშორდით! მე თქვენ გიპოვით. გამოშავდეს ნია იმნაძის ოჯახი. მე გადმოვდივარ თქვენთან, სახელმწიფო სამართალი აღარ მაინტერესებს, გიპოვით... სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები", - ამბობს ეკა კუპატაძე. ცნობისთვის, პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის - მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის დასახელებული ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა. გიორგი მიქაიას განცხადებით, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეოკადრები ინახებოდა გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონებშიც. 28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. https://newpress.ge/37297 თიბისი წარმოგიდგენთ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ - „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ" http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%20-%20%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90.jpg მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, წელს 25-ედ გაიმართება. 2026 წლის 10 თებერვლიდან ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15 მარტი. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური სერია  რეპორტაჟი კონცეპტუალური ფოტოპროექტი საუკეთესო ერთი კადრი/Single Image/ მობილური ფოტო  კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც. კონკურსის პირობებს და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: Kolga „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ" 2026 წლის ჟიურის წევრები არიან: მანფრედ ცოლნერი /გერმანია/ თინა შელჰორნი /გერმანია/ კარინ დოლეკი /საფრანგეთი/ ფილიპო ვენტური /იტალია/ ჯეიმს უითლოუ დელანო /იაპონია/ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2026 წლის 1 მაისს. „ქოლგა თბილისი ფოტო" 1 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს. თიბისისთან პარტნიორობით „ქოლგა“ გამოსცემს ფოტოგრაფ გურამ თიკანაძის საკოლექციო წიგნს და ამავე ინიციატივის ფარგლებში თიბისი კონცეპტ გალერეაში გაიმართება გურამ თიკანაძის გამოფენა.  „ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. „ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია. https://newpress.ge/37295 „ქეთო და კოტე“ ქუთაისის თეატრში http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98.jpg 13 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ ვიქტორ დოლიძის კლასიკური ქართული ოპერის „ქეთო და კოტეს“ თეატრალიზებულ წარმოდგენას. სპექტაკლი გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. თეატრალიზებულ წარმოდგენაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები: არმაზ დარაშვილი (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიანა ბერიძე (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), ბერდია ონიანი (სიკო), ირინა ალექსიძე (ბარბალე), მარიამ ფირცხალაიშვილი (ბაბუსი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ქორეოგრაფიული დასი (მთავარი ქორეოგრაფი - ვახტანგ უშვერიძე) და ორკესტრი. სპექტაკლის რეჟისორია - მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი - თეო კუხიანიძე. სპექტაკლში ქეთოს როლს ქუთაისელი მსმენელისა და მაყურებლის წინაშე, პირველად შეასრულებს სოპრანო მარიანა ბერიძე. მარიანა ბერიძე არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიწვეული სოლისტი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის თეატრებთან. ის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის კურსდამთავრებულია. მარიანა ბერიძე მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, არის ლაურეატი და ფინალისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსისა. მისი რეპერტუარი მოიცავს სოპრანოს წამყვან პარტიებს, როგორც ქართული, ისე მსოფლიო საოპერო კლასიკიდან. სპექტაკლში ბაბუსის პარტიას პირველად შეასრულებს ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი მარიამ ფირცხალაიშვილი. https://newpress.ge/37293 ტარიელ ხარხელაურმა ქუთაისის ციხეში პოეზიის საღამო გამართა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A.jpg  ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს  საკუთარი შემოქმედება პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გააცნო. მან  სხვადასხვა თემაზე პატიმრების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების სტუმრებს მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში დაწერილი ლექსები წაუკითხეს და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები გადასცეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ზაზაშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  https://newpress.ge/37292 თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია http://newpress.ge/uploads/all/images/TBC_PORTR.jpg თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო და საქართველოს ბაზრებზე შემდგომი განვითარება და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. ამ მიზნით თიბისი ჯგუფის მენეჯმენტში  შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: ვახტანგ ბუცხრიკიძე:  თიბისი ჯგუფის და თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აგრძელებს საქმიანობას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  და  ფოკუსირდება ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე: საქართველოში, უზბეკეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე.  გიორგი თხელიძე:  თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს გიორგი თხელიძე (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას), რომელიც თიბისი ბანკს 2014 წელს შემოუერთდა რისკების დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე თიბისი ბანკში იკავებს კორპორაციული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორის  პოზიციას.  გიორგის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. თიბისიში მოსვლამდე ის მუშაობდა დიდ ბრიტანეთში Barclays Investment Bank-ში, სადაც ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG). კარიერის ადრეულ ეტაპზე, საქართველოში, გიორგი იკავებდა წამყვანი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის პოზიციას. გიორგი არის სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებული, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის (LBS) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ნოტინგემის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კომერციულ სამართალში (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში.    თორნიკე გოგიჩაიშვილი:  თიბისი ბანკის დირექტორმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) და მაღალშემოსავლიანი მომსახურების მიმართულებით, თორნიკე გოგიჩაიშვილმა, 8 წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ თანამდებობა დატოვა და პროფესიულ საქმიანობას თიბისის გარეთ განაგრძობს.    აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შედის. https://newpress.ge/37284 ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა http://newpress.ge/uploads/all/images/1%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98.png მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა. საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს  ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა.  Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა. უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა.  თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.  ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში. თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში. https://newpress.ge/37282 ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა http://newpress.ge/uploads/all/medical/eqimi-retsepti_w_h.jpeg საკითხი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემას უკავშირდება. ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.   „პროფესიული განვითარების საბჭოზე დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით. გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. https://newpress.ge/37280 თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო - გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ http://newpress.ge/uploads/all/images/AI%20%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90.png მთავარია გჯეროდეს - შენი მიზნების და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე შეისწავლი.  თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, AI ლიგის პირველი ტური ჩატარდა. AI ლიგა ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის ნაწილია და მოსწავლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ამზადებს. ლიგა კურსის პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ, ოლიმპიადის ფორმატში გამოცადონ საკუთარი ცოდნა და შეძენილი უნარები. ეს პროცესი მოსწავლეებს, არა მხოლოდ ოლიმპიადებისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ამოცანებზე მუშაობისთვისაც ამზადებს. AI ლიგის პირველ ტურში მონაწილეობა 50-მდე მოსწავლემ მიიღო. ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ AI-ის საოლიმპიადო კურსი GAIA-ს ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით უკვე მეორედ ტარდება. 2025 წლის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ქვეყანა 2026 წლის ეროვნული და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ემზადება, რომელიც დუბაიში გაიმართება. თიბისისთვის AI განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბრენდის მიზანია, საკუთარი ექსპერტიზისა და პარტნიორული პროექტების საშუალებით ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარების კულტურის განვითარებას, ახალი თაობის პროფესიონალების ჩამოყალიბებას და საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში. https://newpress.ge/37276 კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D.jpg თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში - მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს, როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინო-ინიციატივების გაძლიერებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას. კინოდაჯილდოება ელისო 2026 ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერით და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2025 წელს ოფიციალურად გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.  ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 20 თებერვლამდე ბმულზე: https://filmfreeway.com/ElisoAwards გასულ წელს პრემია ელისოზე წარდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ ჟიურის შემდეგი წევრები: ელენე ნავერიანი, კარლოს რეიგადასი, ტომას ჰაკიმი, აგნიეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, სალომე კიკალეიშვილი და ანჯელიკი პაპულია. ელისო საუკეთესო ფილმისთვის კი „წმინდა ელექტროენერგიას გადაეცა. თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა. მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“, დაარსების დღიდან, ერთგული მხარდამჭერია თიბისი. https://newpress.ge/37275 ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ერთად გავიმარჯვებთ - მთავარია გჯეროდეს http://newpress.ge/uploads/all/images/Rugby_Release.png საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი ევროპის ზედიზედ მერვედ მოგებას შეეცდებიან.  პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ, რომელიც ბრონკანის არყოფნაში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე გაიყვანს, გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს და მათ შორის, 9 დებიუტანტს უხმეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „ლა როშელის“ ქართველი ვარსკვლავი - დავით ნინიაშვილი.  8 თებერვალს, ბორჯღალოსნები ივერდონში, შვეიცარიას დაუპირისპირდებიან; 15 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდებს შეხვდებიან და ჯგუფურ ეტაპს 21 თებერვალს, თბილისში, ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ.  რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება.  შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 17-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 8 - ზედიზედ.  თიბისი 2015 წლიდან რაგბის ერთგული მხარდამჭერია. ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს.  თიბისისთვის მნიშვნელოვანია რაგბის ღირებულებები. ქართული რაგბი ერთ, მთავარ იდეაზე დგას - გჯეროდეს მაშინაც კი, როცა მიზნის მიღწევა შეუძლებლად გეჩვენება. სწორედ, ამ სიჯიუტითა და მიზანსწრაფულობით დავიმკვიდრეთ რაგბის მსოფლიო რუკაზე ჩვენი ადგილი.   საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, თიბისი მხარს უჭერს ადამიანებს, ვისაც სირთულეები არ აბრკოლებს და ვინც მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად მიდის. ვინც იცის, რომ ნამდვილი გამარჯვება რწმენით იწყება.  ერთად გავიმარჯვებთ - მთავარია გჯეროდეს. https://newpress.ge/37273 ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში http://newpress.ge/uploads/all/images/a5-guid.png თიბისისთვის ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისთვის, რომ მეწარმეებმა ბანკთან ურთიერთობისას ნაკლები დრო დახარჯონ და ოპერაციები დისტანციურად შეასრულონ, თიბისის ბიზნესმობაილბანკს მუდმივად ემატება მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები. პარალელურად, იხვეწება არსებული სერვისები და პროდუქტები, რაც ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. 2025 წელს, თიბისის ბიზნესმობაილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მეწარმეებს ფინანსური ოპერაციების სწრაფად და მარტივად შესრულების შესაძლებლობას აძლევს. ონბორდინგი ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი 90 წამში, სრულად ონლაინ გახდეს, დამატებითი დოკუმენტებისა და პროცედურების გარეშე.  ინდივიდუალური მეწარმეების ონბორდინგი ინდივიდუალურ მეწარმეებს უკვე აქვთ ბიზნეს მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკს იყენებს, ბიზნეს მობაილბანკის ჩამოტვირთვას და რეგისტრაციის გავლას იმავე იუზერით (Face ID, იუზერი და პაროლი) შეძლებს. QR კოდის გენერირება ბიზნეს მობაილბანკში შესაძლებელია ანგარიშის ნომრის QR კოდის გენერირება. ფუნქციონალი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტერმინალი ან ანგარიშის ნომრის ხელით გაზიარება უწევთ. QR კოდით სარგებლობისთვის, იმ ანგარიშის ნომერს უნდა დააჭიროთ, რომლის QR-ის გაზიარებაც გსურთ. ამის შემდეგ, კოდი ავტომატურად დაგენერირდება. ინვოისის შექმნა ბიზნეს ინტერნეტბანკს ინვოისის შაბლონი დაემატა, რაც ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ სავალდებულო ველების შევსებით მიიღონ გამზადებული დოკუმენტი.  მომხმარებლის მენეჯმენტის ფუნქციონალი კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში დაამატოს თანამშრომლები და მიანიჭოს მათ კონკრეტული უფლებები (დადასტურება, რედაქტირება და სხვა). უფლებების მინიჭება შესაძლებელია განსაზღვრული დროით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დროის გახანგრძლივებაც.  ანგარიშის გახსნა ბიზნესმომხმარებლებს ე.წ. ონბორდინგის დასრულების შემდეგ, ანგარიშის გახსნა უკვე დისტანციურად, ბიზნესმობაილბანკიდან შეუძლიათ. ბიზნესების საქმიანობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, 2026 წელს, კიდევ არაერთი სიახლე დაემატება. https://newpress.ge/37272 რა ცვლილებები შედის „განათლების კანონში“ - დეტალები http://newpress.ge/uploads/all/images/saskolo-form%E1%83%A1.jpeg სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო დაწყებით საფეხურზე იქნება.  „ქართული ოცნების“ პარლამენტში  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს. ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი). ამასთან, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს.ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც აგრეთვე დაამტკიცებს სამინისტრო.ცვლილებებით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.    https://newpress.ge/37270 პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%90.jpg  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ . სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების - დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“,- განაცხადა სირაძემ.   https://newpress.ge/37269 ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება http://newpress.ge/uploads/all/gallery/infrastruqtura/%E1%83%905.png ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ.  თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ჩატარდება, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.   თებერვლის შეხვედრების განრიგი: 2026 წლის პირველი ტრენინგი 4 და 18 თებერვალს, ონლაინ ფორმატში, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე გაიმართება. ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.  მეორე ტრენინგი ასევე ონლაინ ფორმატში, 12 თებერვალს ჩატარდება, თემაზე- შრომის სამართალი და მას იურიდიული კომპანიის, GLCC-ის უფროსი იურისტი, ენვერი აბულაძე გაუძღვება. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესებს ექნებათ ცოდნა, იმ სამართლებრივი პრინციპებისა და რეგულაციების შესახებ, რომლებიც საქართველოში, შრომითი ურთიერთობის სფეროში მოქმედებს. მესამე ტრენინგი, 19 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში  გაიმართება, თემაზე - მომავლის ორგანიზაციის დიზაინი. ანტრეპრენერი და მეწარმე, თორნიკე ჩხაიძე და ეჯაილ ქოუჩი, ვატო დოლიძე მონაწილეებს პრაქტიკულ ხედვას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ორგანიზაცია ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან იყოს თანხვედრაში. მე-4 ფიზიკურ შეხვედრას, 25 თებერვალს, NC Solutions-ის დამფუძნებელი და დირექტორი,ზურა ფიჩხაია ჩაატარებს და ის  შემდეგ თემატიკას დაეთმობა: ავტომატიზაცია, რომელიც ზრდის ბიზნესს. ტრენინგი ფოკუსირებულია არა ტექნიკურ დეტალებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღოს CEO/CFO/COO-მ უკეთესი, სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.  ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მეწარმეებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.    https://newpress.ge/37268 საიდან შემოდის საქართველოში რძე და რძის პროდუქტები http://newpress.ge/uploads/all/gallery/infrastruqtura/%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94.jpg იმპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია  2025 წელს საქართველოში რძისა და ნაღების იმპორტმა 22.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მოცულობამ 19 572 ტონა, - ამ მონაცემების თანახმად, რძის და ნაღების იმპორტის  იმპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.  გასულ წელს საქართველოსთვის რძისა და ნაღების მთავარი მომწოდებელი ქვეყანები აზერბაიჯანი და რუსეთი იყო.  აზერბაიჯანი - 5 მლნ დოლარი,  6 018 ტონა.  რუსეთი – 4 მლნ დოლარი, 3 179 ტონა; პოლონეთი – 3.5 მლნ დოლარი, 3 278 ტონა; საფრანგეთი – 3.3 მლნ დოლარი, 824 ტონა; ბელარუსი – 2.4 მლნ დოლარი, 2 862 ტონა; თურქეთი – 1 მლნ დოლარი, 1 142 ტონა; გერმანია – 846 ათასი დოლარი, 642 ტონა; ირანი – 802 ათასი დოლარი, 503 ტონა; უკრაინა – 640 ათასი დოლარი, 597 ტონა; იტალია – 560 ათასი დოლარი, 333 ტონა. https://newpress.ge/37264 იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90.jpg ცვლილებები კანონში 30 იანვარს დარეგისტრირდა. სამსახური, რომელიც „სახაზინო ადვოკატებს“ აერთიანებს, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, - აღნიშნულს ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურს უკავშირდება. - ცვლილებების მიხედვით, იურიდიული სამსახურის მმართველ საბჭოს, რომელიც ამჟამად ძირითადად პროფესიული და უფლებადამცველი ჯგუფებისგან კომპლექტდება, მეტწილად ხელისუფლება დააკომპლექტებს.  ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.  „ქართული ოცნების“ შემუშავებული ცვლილებებით,  იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის დანიშვნა-გათავისუფლებაც პრემიერ-მინისტრს შეეძლება, ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. https://newpress.ge/37258 რა ცვლილებები შეაქვს „ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში - დეტალები http://newpress.ge/uploads/all/images/parlamenti-1-1.png ცვლილება შედის რამდენიმე კანონში. „ქართული ოცნება“ „გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შეაქვს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“,  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში.„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება: - გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.- კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.- განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.- თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება.   რაც შეეხება პასუხისმგებლობას: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.“სისხლის სამართლის კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილების თანახმად:- „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. - „სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. - კანონპროექტით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. -სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, კერძოდ:- პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.- „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ - ჩანაცვლდება ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას.- განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.-კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე.საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ შემდეგ ცვლილებას: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარის ოდენობით. https://newpress.ge/37255 ვინ ქურდავდა მაღაზიებს - დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90.PNG ნაქურდალს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. მისი განმარტებით, დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია. „სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ, იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ. არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა. ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები. გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ყველა, ვინც ჩაიდენს მსგავსი სახის დანაშაულს, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. https://newpress.ge/37251 თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში - დაიბრუნე 30% Extra-ზე http://newpress.ge/uploads/all/images/Release%20(2)_1.jpg გაიმარტივე ცხოვრება და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და ანებივრებს მათზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით.  თიბისის მომხმარებლებს მორიგი შეთავაზება 30 იანვარს, Extra-ზე დახვდებათ, სადაც  ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 30 %-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 200 ლარს.  თიბისი ბარათების მომხმარებლებს ქეშბექი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად უბრუნდებათ, რაც უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევთ.  ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით.  Extra-ზე 30 იანვრის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.  აიღე, ახალი თიბისი ბარათი ონლაინ  რამდენიმე წამში- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის  გარეშე. გაიმარტივე ცხოვრება  და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით.  https://newpress.ge/37250 თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98.jpg მარკეტინგის მოდული სამი ცალკეული კურსისგან შედგება: მთავარია, გჯეროდეს - შენი მიზნების, საკუთარი შესაძლებლობების და იმისა, რომ განათლება სურვილებს რეალობად აქცევს. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული თიბისი კამპუსი, რომელიც 2026 წლიდან, სტუდენტებს განახლებული - უფრო მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ფორმატით უბრუნდება. ახალი სეზონიდან, რედიზაინის შედეგად, კამპუსი ოთხ დამოუკიდებელ მოდულად დაიყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წლის განმავლობაში თავად ააწყონ სასურველი სასწავლო პორტფოლიო და აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულებები.  თიბისი კამპუსის 2026 წლის სეზონი მარკეტინგის მოდულზე მიღებით იწყება და რეგისტრაცია 5 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი კი 16 თებერვალს დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება. მარკეტინგის მოდული სამი ცალკეული კურსისგან შედგება:  სარეკლამო კონტენტის შექმნა  ციფრული მარკეტინგი SEO - საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.  კურსები პარალელურად ჩატარდება. მათი დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა სხვა მოდულებზეც გააგრძელონ. თიბისი ზრუნავს, რომ განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, კამპუსში სწავლება, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და სრულიად უფასოა.  განვლილი სემესტრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კამპუსის კურსებზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს ეხმარება, როგორც კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში, ისე საკუთარი ბიზნესის ეფექტიან მართვაში.  კამპუსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-24 წლის ახალგაზრდების, რომლებიც ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავენ მიზნად. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“. თიბისის განათლების პროგრამები გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ, და სიახლეების მუდმივ ძიებაში კიდევ უფრო გაიღრმაო ცოდნა და ინტერესები. ყველაფერი გამოვა - მთავარი, გჯეროდეს! https://newpress.ge/37248 „ზამთრის ეტიუდები“ - გალერეაში ცნობილი ავტორების ნახატები გამოიფინა http://newpress.ge/uploads/all/images/_35.jpg გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გალერეის ფონდებში დაცული ნამუშევრები. ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა „ზამთრის ეტიუდები“ გაიმართაგამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზამთრის თემატიკაზე შექმნილი ნახატები, რომლებიც გალერეის ფონდებშია დაცული. ექსპოზიციაზე ქართული სახვითი ხელოვნების ცნობილი ავტორების ფერწერული ნამუშევრები იყო გამოფენილი.  გამოფენის დახურვას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილეები შალვა მშვილდაძე და დავით ნიშნიანიძე დაესწრნენ. https://newpress.ge/37246 თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია http://newpress.ge/uploads/all/images/Bakurian.jpg ჯაზფესტივალი 14 და 15 თებერვალს გაიმართება. თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია.  წელს პირველად, 14 და 15 თებერვალს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ზამთრის ჯაზფესტივალი ბაკურიანში გაიმართება. ბაკურიანის მთების ზამთრის სცენას, ორი დღის განმავლობაში, თანამედროვე ჯაზის არტისტები და ბენდები დაიკავებენ. „Winter Jazz Bakuriani 2026”-ის სტუმრები მოისმენენ, როგორც ვინტაჟური მელოდიების გრუვსა და თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკს, ასევე ბრას ბენდებს, ელექტრო მუსიკისა და ჯაზის ელემენტების სინთეზსა და სხვა. 14 თებერვალი: Sweet Life Society  Smoove and Turrell Kraak and Smaak  Dennis Rollins  15 თებერვალი: Kraak and Smaak  Bass Monkeys Swingrowers  თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 26 იანვრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.  „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“. ფესტივალს სასტუმრო „კოხტა-ბაკურიანის” ტერასა უმასპინძლებს.  2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.  თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამართული „Winter Jazz Bakuriani 2026“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მუდმივ ჩართულობას კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში და თანამედროვე მუსიკის მხარდაჭერაში. https://newpress.ge/37245 ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან http://newpress.ge/uploads/all/images/a5_5.jpg თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მწვანე დაფინანსების გაძლიერებას მოხმარდება. ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. 20% ქალი მეწარმეების გაძლიერებას, ხოლო 30% - მწვანე ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. „კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებას და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. თიბისი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიან, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს”, - განაცხადა ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა. „ვაფასებთ ADB-სთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. MSME სექტორის, ქალი მეწარმეებისა და მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში’’, - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი კერძო სექტორისთვისაა გამოყოფილი. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს, ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის აშენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.   https://newpress.ge/37240 როგორ უნდა შეიქმნას ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90.PNG დოკუმენტი სტრატეგიული მეგზური ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად „არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის“ (NCD Alliance) გლობალური პროექტის ფარგლებში შეიქმნა სტრატეგიული გზამკვლევი „არაგადამდებ დაავადებათა ადვოკატირების ეროვნული დღის წესრიგი“. დოკუმენტი, რომლის შექმნის მიზანიც უფრო სამართლიანი, მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა, 22 იანვარს „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსმა“ წარადგინა. პრეზენტაციამ ერთ სივრცეში შეკრიბა გადაწყვეტილების მიმღები პირები, სფეროს წამყვანი ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტები და მათი ინტერესების დამცველები. გაიმართა ეროვნული პოლიტიკური დიალოგი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესებასა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერას. დიალოგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას. მონაწილეებმა იმსჯელეს პრევენციული, თემზე დაფუძნებული მიდგომით როგორ შეიძლება არსებული, ჰოსპიტალზე ორიენტირებული მოდელის ჩანაცვლება, რაც უზრუნველყოფს დაავადებათა ადრეულ გამოვლენას და გრძელვადიან მართვას. დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები იყო: • პირველადი ჯანდაცვის დონეზე არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სრული ინტეგრაცია. • სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება და რეფერირების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა. • ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების სტაბილური დაფინანსება და ეფექტიანი საგადასახადო პოლიტიკა. • გართულებების თავიდან ასაცილებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაავადებათა დროული გამოვლენა. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა, რომ რეფორმის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ მუშაობაზე სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის. სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობის გარანტად კი აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და პაციენტების გამოცდილებაზე დაფუძნებული მონაწილეობა. „ეს დღის წესრიგი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტი; ეს არის ხედვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზეა დაფუძნებული სისტემა,“ — აღინიშნა შეხვედრაზე.   https://newpress.ge/37235 2025 - განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად http://newpress.ge/uploads/all/images/guidelines.png მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით, 2025 წელს, თიბისის მობაილბანკმა აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. მობაილბანკის განახლებით, მომხმარებლისთვის ყოველდღიურობა კიდევ უფრო გამარტივდა. განახლებული ფონტი და ფერები, გამარტივებული ფორმები და ერთ სისტემაში მოქცეული დიზაინი - ამ ყველაფერმა, მობაილბანკი მეტად მოქნილი გახადა. მობაილბანკის საშუალებით, თიბისის მომხმარებელი 30 წამში, მხოლოდ სელფის გადაღებით გახდები. განახლდა მთავარი გვერდი. ასევე, გადარიცხვების, გადახდების, შეთავაზებების, განაწილების, სამომხმარებლო სესხისა და ანაბრების გვერდები. დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, როგორებიცაა საერთო ხარჯები, სასურველი კურსის მოთხოვნა, სმარტ პორტფელი, საკრედიტო ბარათის მობაილბანკიდან შეკვეთა, ბარათის პინის შეცვლა, მეგობრების მოწვევა. მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა მშობლებისთვის - გაჩნდა ბავშვის სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მოსწავლის ბარათის შეკვეთა და ბავშვის ფინანსების მართვა. 2025 წელი კი, დეკემბრის მარათონით დასრულდა, რომელშიც 400 000 ადამიანი იყო ჩართული და 1000-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა. თიბისის განახლებული მობაილბანკი აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს.  გამოგვყევით მობაილბანკში 2026 წელს - თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რადგან უპირველესი მიზანი, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა.   https://newpress.ge/37234 თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება http://newpress.ge/uploads/all/images/a5_8.png თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე ოთხივე კურორტის 7 და 10 დღიანი მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ეხება ზრდასრულების აბონემენტებს და არ ვრცელდება მხოლოდ კონკრეტული კურორტის აბონემენტის შეძენისას. ფასდაკლებით სარგებლობისთვის, აბონემენტები უნდა შეიძინოთ ონლაინ პლატფორმებზე: SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge.  ერთი ბარათით შესაძლებელია, მაქსიმუმ ორი ზრდასრულის აბონემენტის შეძენა.    აბონემენტების რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ შეძენის სურვილის შემთხვევაში, იჩქარეთ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, იხელმძღვანელეთ შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე (SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge) მითითებული ფასდაკლების მიღების მექანიკით. შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს. გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით. https://newpress.ge/37236 ტყიბულის რესტორანში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარედგინა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90.jpeg დაპირისპირების ინიციატორებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების თანახმად, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მათ თანმხლებ ორ პირთან ერთად, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს. „ძალადობაში მონაწილე ოთხივე პირს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://newpress.ge/37232 სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO) რეგისტრაცია დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/_33.jpg საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჩაერთვებიან ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და გადამზადების პროცესში. სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO), რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 2026 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს 9-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში (III – XII კლასები). OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი უნარები ინფორმატიკაში, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჩაერთვებიან ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და გადამზადების პროცესში. რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 იანვრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://www.olyinfo.ge  OLYINFO - ს ოლიმპიადასთან დაკვაშირებით საინფორმაციო შეხვედრა იმართება რეგიონებში. გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს გავაცნობთ ჰაბის ფარგლებში დაგეგმილი OLYINFO ოლიმპიადის შესახებ და სხვა სამომავლო საერთაშორისო ჩემპიონატების შესახებ ინფორმაციას: ქუთაისი - 23 იანვარს,   15:00  საათი  მისამართი: გრიშაშვილის ქ #26 (თიბისის შემობა). შეხვედრა გაგრძელდება 1 საათი.  OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად 3000-ს აჭარბებს. მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა.  საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე. ქვეყანამ 2000 წლიდან მოიპოვა: • IOI — 7 ოქრო, 13 ვერცხლი, 43 ბრინჯაო და 2 საპატიო დიპლომი • EGOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო • EJOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 20 ბრინჯაო და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობა • IOAI — 1 ბრინჯაო (საქართველო ოლიმპიადას 2025 წლიდან შეუერთდა) ოლიმპიადების წარმატებული მონაწილეები დღეს სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში — MIT, Carnegie Mellon, Vanderbilt, Rice University, NYU Abu Dhabi, Singapore National University, Nanyang Technological University და სხვაში, ხოლო კარიერას აგრძელებენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიც არის Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir, Amazon, Databricks, Waymo და სხვა.   ოლიმპიადა ტარდება საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, თიბისის გენერალური მხარდაჭერით. ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, Lineate, EPAM და დეველოპერული კომპანია Blox.  პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი მიზნად ისახავს ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენას, განვითარებასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.   https://newpress.ge/37231 თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო http://newpress.ge/uploads/all/images/A5_10.jpg გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო მიმწოდებლად. რიგით 26-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა.    თიბისიმ საერთაშორისო აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.  Global Finance-ის ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის 45%-ზე მეტი წილი უჭირავს, მთლიანი პორტფელი კი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს. “Global Finance-ის ჯილდო თიბისის გუნდის ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა - ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ გავამარტივოთ ვაჭრობის დაფინანსების პროცესები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ.  აქცენტს პროცესების გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე ვაკეთებთ. მიმდინარე წელს ინტერნეტ და მობაილ ბანკში გარანტიების ციფრულად გაცემის სერვისს დავნერგავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის პროდუქტზე ხელმისაწვდომობას, პროცესებს კი დააჩქარებს. სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია და თიბისის გუნდის ექსპერტიზა განაპირობებს ბაზარზე ჩვენს ლიდერობას და ამყარებს თიბისის მიმართ მომხმარებელთა ნდობას, რომელთა რიცხვი იზრდება და დღეისთვის 1000-ზე მეტ კლიენტს აერთიანებს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი. „გლობალური ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზეა - ბანკები და სერვისის მიმწოდებლები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ პლატფორმებს, რათა გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და გაზარდონ გამჭვირვალობა. წელს ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებლების ჯილდოები იმ კომპანიებს გადავეცით, რომლებიც თავიანთ მომხმარებლებს უმაღლესი დონის სერვისით, ტექნოლოგიებითა და რისკების მართვით ხელს უწყობენ ეფექტიან ვაჭრობაში”, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.  https://newpress.ge/37225 ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D.PNG ღონისძიება თეთრი სახლის ისტორიულ, აღმოსავლეთ დარბაზში გაიმართა. 2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ მიწვევა პირადად პრეზიდენტისგან მიიღო. ღონისძიება თეთრი სახლის ისტორიულ, აღმოსავლეთ დარბაზში გაიმართა. ანდრეა ბოჩელის კონცერტს წინ უძღოდა თბილი წინასაკონცერტო მიღება, სადაც ცოცხალ სადღესასწაულო მუსიკას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ორკესტრი ასრულებდა. წინასაკონცერტო მიღებამ საღამოს მხიარული და საზეიმო განწყობა შექმნა, სადაც სტუმრები საუბრობდნენ და თეთრი სახლის კულინარიული გუნდის მიერ მომზადებულ სეზონურ კოქტეილებს აგემოვნებდნენ.   ფოტოზე: ტულსი გაბარტი, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი დამსწრეთა რაოდენობა 150-მდე სტუმრით იყო შეზღუდული, რომლებიც ბიზნესის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენდნენ. მოწვეულთა შორის იყვნენ: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო; გენერალური პროკურორი; ფოტოზე: პემ ბონდი, აშშ-ს გენერალური პროკურორი აშშ-ის ეროვნული დაზღვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი; თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი; ასევე კაბინეტის სხვა გამორჩეული წევრები. უაილსი, რომელიც თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ და ეფექტურ ლიდერად არის მიჩნეული, მთელი საღამოს განმავლობაში აქტიურად ესაუბრებოდა სტუმრებს და ზრუნავდა, რომ შეკრება თბილი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. მთელი საღამოს განმავლობაში, საუბრები მიმდინარეობდა ბუნებრივად და არაფორმალურად, რაც ასახავდა საშობაო სულისკვეთების, კულტურისა და ტრადიციებისადმი საერთო სიყვარულს, ყოველგვარი ოფიციალური დღის წესრიგის გარეშე. საღამოს თანაპროდიუსერი იყო დიდი ხნის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი მარკ ადვენტი, რომელიც დეველოპერი და გლობალური ბიზნესის, უძრავი ქონებისა და ტურისტული კომპანიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული, გავლენიანი ფიგურაა. ადვენტი ცნობილია ისეთი მასშტაბური პროექტებით, როგორიცაა ლას-ვეგასის New York New York Hotel & Casino, რომელმაც 1997 წელს გახსნისთანავე შეცვალა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის სტანდარტები.   ფოტოზე: მარკ ადვენტი Orbi Group-ის ბიზნეს პარტნიორი „ეს იყო მშვენიერი საშობაო საღამო, რომელიც მუსიკის, მეგობრობისა და მადლიერების გარშემო გაერთიანდა. ირაკლი და თორნიკე მოწვეულნი იყვნენ, როგორც სტუმრები, რათა მონაწილეობა მიეღოთ ამ გამორჩეულ კულტურულ გამოცდილებაში. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან რუბიოს ნახვა, რომელიც ირაკლისთან და თორნიკესთან ურთიერთობისას გულწრფელად იღიმოდა – ეს იყო შესანიშნავი მომენტი, რომელმაც ზუსტად ასახა საღამოს სითბო და განწყობა”, - განაცხადა ადვენტმა. თავის მხრივ, ირაკლი კვერღელიძემ აღნიშნა, რომ „მაესტრო ბოჩელის შესრულების მოსმენა ასეთ გარემოში საოცრად ემოციური გამოცდილება იყო. მთელი საღამო, დაწყებული მშვენიერი წინასაკონცერტო მიღებით და დასრულებული თავად შესრულებით, ზუსტად ასახავდა შობის ნამდვილ სულს.“ ირაკლი კვერღელიძის ხელმძღვანელობით Orbi Group-ი ქმნის და მართავს მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმრო ობიექტებს, მათ შორის ფლაგმან პროექტს „Orbi City“ ბათუმში. Block Group-თან პარტნიორობით, კომპანია აგრძელებს მასშტაბური პროექტების განვითარებას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის დაგეგმილ პროექტებს თბილისსა და ბათუმში, ასევე გეგმავს თანამშრომლობას ლეგენდარულ იტალიურ ბრენდთან, Cipriani-სთან და Advent Allen International-თან. „ეს საღამო განსაკუთრებული გახადა მისმა ენერგიამ და სითბომ, არაჩვეულებრივმა მუსიკამ, გულთბილმა გარემოცვამ და სეზონის ერთად აღნიშვნის სიხარულმა“, - დასძინა თორნიკე ჯანაშვილმა. ფოტოზე: ბილი ალენი Orbi Group&Block Group ბიზნესპარტნიორი ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, კვერღელიძე და ჯანაშვილი შეუერთდნენ ადვენტს და მის პარტნიორს, ლოს-ანჯელესისა და ლას-ვეგასის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ლეგენდას, ბილ ალენს, წინასწარ დაგეგმილ ბიზნეს შეხვედრებზე. Advent Allen International-ი, Orbi Group-თან და Block Group-თან პარტნიორობით, ლას-ვეგასში მასშტაბური ინტეგრირებული კურორტისა და კაზინოს პროექტის დასაანონსებლად ემზადება და აქტიურად განიხილავს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვის შესაძლებლობას. მათ ახალ პროექტებს შორისაა 190 მილიონი დოლარის ღირებულების გასართობი ცენტრი ლას-ვეგასში, რომელიც შთაგონებულია Paramount Pictures-ისა და ტომ კრუზის ფილმებით, Top Gun-ითა და Top Gun: Maverick-ით. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური და ადრენალინით სავსე ადგილი, რომელიც ფილმების მასშტაბურობას გადმოსცემს. საღამო ისე დასრულდა, როგორც დაიწყო: მადლიერებით მუსიკის, მეგობრობისა და შობის მარადიული სულის მიმართ. „ირაკლისა და თორნიკეს ჩვენთან ერთად ყოფნა თეთრ სახლში მართლაც არაჩვეულებრივი იყო,“ – დასძინა ადვენტმა. „ისინი ქართულ ბიზნესს საუკეთესო ფორმით განასახიერებენ და ჩემი ნამდვილი მეგობრები და გამორჩეული ლიდერები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უკვე დიდი ენთუზიაზმით ველოდებით მათ აშშ-ში დაბრუნებას, როდესაც შეერთებული შტატები 4 ივლისს, 250-ე იუბილეს იზეიმებს.“  მთავარ ფოტოზე: მარკო რუბიო, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი