|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსეთი ღიზიანდება, როდესაც ჩვენი ურთიერთობები ღრმავდება ნატოსთან"

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი რიტორიკით რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ,- ამის შესახებ მან "ნიუპრესთან" ისაუბრა.

"საზღვარი ერთი კილომეტრით გადმოიწევა წინ თუ უკან, ეს რა თქმა უნდა, მძიმე თემაა, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ, ისეთი კატაკლიზმები ხდება მსოფლიოში, ხვალ რა მოხდება, არავინ იცის, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ.  აბა, დავუწყოთ რუსეთს ომი, როგორც სააკაშვილმა გააკეთა და დავკარგავთ თბილისსაც.

რუსეთი ღიზიანდება, როდესაც ჩვენი ურთიერთობები ღრმავდება ნატოსთან... ყველა ქყვეყანას სხვადასხვა ინტერესები აქვს, ჩვენ, რაც შეიძლება, მშვიდობიანად უნდა გავიაროთ ეს ძალიან რთული პერიოდი, აქტიურად მუშაობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ- მინისტრი და ყველა სამსახური, საზღვრის გადმოწევის ყველა შემთხვევაზე კეთდება განცხადება, მეტი რა უნდა გავაკეთოთ?

მე ვფიქრობთ, რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ, მით უფრო ახლოს წამოვლენ თბილისისაკენ. ჩვენ რომ ახლა რუსეთი გავაღიზიანოთ და კიდევ აქეთ კილომეტრებით გადმოვაწევინოთ საზღვარი, ალბათ, არ იქნება სწორი, ისტორიისათვის ერთი- ორი წელი არაფერია, უნდა დაველოდოთ ცვლილებებს მსოფლიო პოლიტიკაში. ჩვენ იმის ბერკეტები არ გვაქვს, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ რუსეთზე. ვისაც აქვს, ისინი აკეთებენ ამას, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები. არ ვიცით, როგორც ერთ თვეში დაიშალა საბჭოთა კავშირი, ისე, რომ  არავინ ელოდა ამას, შესაძლოა, ოკუპაციასთან მიმართებაშიც ასე შეიძლება მოხდეს", - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე