|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობას ქუთაისის 3 სკოლის გუნდი მიიღებს

13-14 მაისს, თბილისში გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები, სადაც საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდებიან. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის  მე-40, 21-ე და 22-ე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, რომლებმაც ზონალურ თამაშებში გაიმარჯვეს.
 ზონალურ ეტაპზე, ხელბურთში ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა გაიმარჯვა.
ბადმინტონში ლიდერობა 21-ე საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო ფრენბურთში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონატზე  ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გააცილა. 
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
 
წარმატებას ვუსურვებ ქუთაისელ მოსწავლეებს! მჯერა, გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
 

ავტორი: ნიუპრესი