შეიძინე ჩირის აპარატი ონლაინ
თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით სასარგებლო ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩირის აპარატის გამოყენებით ხილსა და ბოსტნეულს დადებითი თვისებები დაკონსერვებისა და გაყინვის გარეშე უნარჩუნდება. შესაბამისად, ბუნებრივი და გემრიელი ზამთრის მარაგის შექმნა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.
როგორ შევარჩიოთ ჩირის აპარატი?
ჩირის აპარატის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ მის სიმძლავრეზე. თუ დიდი რაოდენობით ჩირის დამზადებას აპირებთ, მინიმუმ 500 ვატიანი აპარატი დაგჭირდებათ, სხვა შემთხვევაში 150-250 ვატი სრულებით საკმარისია. ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია უჯრების ზომა, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ხილი და ბოსტნეული უნდა განთავსდეს. პატარა ზომის ხილს, მაგალითად კენკრას, ყველაზე მცირე ზომის თაროები სჭირდება. აპარატის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ მასალაზე, რადგან ლითონის საშრობი მეტად გამძლე და მძიმეა. ამასთან, შესაძლოა მაღალ ტემპერატურაზე გაცხელდეს. რაც შეეხება პლასტიკურ მოდელებს, მათი გამოყენება ბინის პირობებშია რეკომენდებული, მცირე რაოდენობით საკვების დასამზადებლად.
ჩირის აპარატების ასორტიმენტი ლილოშოპზე
ლილოშოპზე ჩირის აპარატების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომელთა შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ. ვებგვერდზე წარმოდგენილი მოდელებია:
BS-6612- Bosh-ის ფირმის აპარატი 12 იარუსით ბოსტნეულისა და ხილის გამოსაშრობად შეუცვლელი საშუალებაა, რომლის ტემპერატურა 35-70 გრადუსს აღწევს. აღნიშნული მოდელის იარუსის დიამეტრი 27 სანტიმეტრია, ხოლო სიმძლავრე 2250 ვატი. ჩირის აპარატის სიმაღლე 53 სმ-ია და ის როგორც აგარაკზე, ასევე ბინაშიც გამოსაყენებლად შეუცვლელი მოწყობილობაა. რაც მთავარია ლილოშოპზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებია, ამიტომ აღნიშნული აპარატის შეძენა მხოლოდ 158 ლარად არის შესაძლებელი.
BS2883- შედარებით უფრო კომპაქტური მოდელია ჩირის 5 იარუსიანი აპარატი, რომელიც იმართება მექანიკურად და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას გაძლევთ 70 გრადუსამდე. ამ მოდელის სიმძლავრე 1550 ვატია, ხოლო კვების ძაბვა 220-240 ვოლტი. აღნიშნული მოდელი აქტიურად გამოიყენება სეზონურად, მცირე რაოდენობის ჩირის დასამზადებლად, შედარებით პატარა სივრცის მქონე საცხოვრებლებში. Bosh-ის დასახელებული მოდელის შეძენა ლილოშოპზე 129 ლარად შეგიძლიათ.
FDH1066 – 6 იარუსიანი ჩირის აპარატია, რომლის გამოშრობის ტემპერატურაც ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების მსგავსად 35-70 გრადუსია, ხოლო სიმძლავრე 450 ვატს შეადგენს. მოდელი დამზადებულია პლასტიკისგან და მისი წონა 2 კგ-ს შეადგენს. ამ ტიპის აპარატების ტრანსპორტირება მარტივი და კომფორტულია, ასევე ის არ იკავებს დიდ ადგილს სამზარეულოში და პატარა ბინებში გამოსაყენებლად შესანიშნავი საშუალებაა.
მთელი ოჯახისთვის სასარგებლო ვიტამინებით მდიდარი ჩირეულობის დამზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. ამისთვის უნდა ეწვიოთ ლილოშოპს და თქვენი მოთხოვნების შესაბამისი აპარატი სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ.
ავტორი: ნიუპრესი