|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედო", შესაძლოა, დაიშალოს"- ფეხბურთელები ხელფასებს ვერ იღებენ

ქუთაისის საფეხბურთო გუნდში კვლავ პრობლემებია. ფეხბურთელებს ხელფასები ორი თვეა არ მიუღიათ.

"ნიუპრესს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სახელფასო დავალიანების გამო შესაძლოა, "ტორპედო" დაიშალოს. 

"ფეხბურთელებს ორი თვეა ხელფასი არ მიუღიათ, პრობლემებია კვლავ. რამდენიმე დღე მისცეს ადმინისტრაციას, თუ პრობლემა არ მოგვარდა, გუნდს ფეხბურთელები დატოვებენ და შესაძლოა, დაიშალოს"-აცხადებს გუნდთან დაახლოებული პირი. 

გუნდი 10 მაისის თამაშისთვის ემზადება, რომელსაც "ლოკომოტივთან" გამართავს. თუ პრობლემა ამ დროისთვის არ მოგვარდა, მასზე საჯარო საუბარს მხოლოდ ფეხბურთელები არ გეგმავენ. 

პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს "ტორპედოს" მარკეტინგის მენეჯერი იმედა გიორგაძე. მისი თქმით, არ იცის, რა დავალიანებაზეა საუბარი. 

 სატელეფონო ზარებს არ პასუხობს "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მოსიაშვილი. 

"ტორპედოში" სახელფასო დავალიანება რამდენიმე თვის წინაც იყო. როგორც მენეჯერი "ნიუპრესთან" განმარტავდა, ხელფასების პრობლემა მოგვარდა და კლუბის დატოვებას არავინ გეგმავდა.

"ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიტიდა. მისი მფლობელი ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავაა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი