"ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან გაგდება ემურება- ფანები პასუხს ზაალ ჩაჩავას თხოვენ
ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
კლუბის გულშემატკივრები არსებულ მდგომარეობის შესახებ წერენ. მათი განცხადებით, კლუბს ლიგიდან გაგდება ემუქრება.
"თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.
ეს თუ მოხდ, ა ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება, ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი დაგვეშალა გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა, კაპიკი არ აუღიათ", - წერენ ფანები.
ისინი ჩაჩავას განცხადების გაკეთებისათვის 4 დღის ვადას აძლევენ, დახმარებისათვის კი ქუთაისის მერიას და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფანები უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
31 აგვისტოს "ტორპედო" შეხვედრას "ვით ჯორჯიასთან" გამართავს. მატჩი წყალტუბოში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:35
12:39
15:45
20:24
20:21
















