|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით,  აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის, ცხელ კვალზე დააკავეს.
 
არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი