"ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედო" დატოვა"
ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ამის შესახებ “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე წერია.
""ტორპედოს" აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა.
შედეგად, კლუბი ქალაქის მერიას გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში "ტორპედოსთვის" ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება:-ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედოში” უკვე დიდი ხანია კრიტიკული მდგომარეობაა. ხელფასების გადაუხდელობის გამო, გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ. როგორც ცნობილი ხდება, ხელფასები ამ დრომდე არც გუნდში ახლადშემომატებულ ფეხბურთელებს მიუღიათ.
ავტორი: ნიუპრესი