ზესტაფონში დაკავებულ უცხოეთის მოქალაქე პატიმრობა შეეფარდა
ზესტაფონში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შეუამდგომლობა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული უცხო ქვეყანის მოქალაქეებს პროსტიტუციას ერთი თვის განმავლობაში აიძულებდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.
ადვოკატის თქმით, მათ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩხეიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მას ბრალად ადამიანებით ვაჭრობა ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი