|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 282 771 ლარით ნაკლები ქუთაისის ბიუჯეტში [ინფოგრაფიკა]

2016 წელს  ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 1 282 771 ლარით ნაკლები შევიდა.

გეგმით გათვალისწინებული 3 500 000 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 2 217 229 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაც საერთო თანხის დაახლოებით 64%-ია.  

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წელს გაასხვისა 65 ერთეული უძრავი ქონება.

აქედან: 9 ერთეული შენობა-ნაგებობა - 3 971,72 კვ.მ საერთო ფართობი, 13 466,49 კვ.მ მიწის ფართობით,

აქედან 8 015 კვ.მ თანასაკუთრების მიწა, 51 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 22 390 კვ.მ და 5 ერთეული შენობა-ნაგებობა დაშლა-გატანის პირობით.   

 

მიუხედავად პრიცატიზაციიდან მობილიზებული თანხების ნაკლენობისა,   ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის   2016 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში შესრულდა.  

 

 

ქონების პრივატიზების მაჩვენებელი 2012-2016 წლების მიხედვით ასეთია:

 

 

 

 

2012 წელს ქონების პრივატიზაციის გეგმა 2 700 ათასი ლარი იყო, თუმცა  1 722 ათასი ლარის - 63,7 %-ის მობილიზება მოხერხდა.

2013 წელს  გეგმა 4 587 ათასი ლარი, შესრულებამ მხოლოდ 810ათსი ლარი  17,6 % შეადგინა.

 პრივატიზაციის გეგმა 2014 წელს შესრულდა გადაჭარბებით, გეგმა  2 300 ათასი ლარს შეადგენდა, ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ კი  2 392 ათასი ლარი შეადგინა.  გეგმა 104 %-ით შესრულდა.

2015 - გეგმა 3 000 ათასი ლარი, შერულება 2947 ათასი ლარი - გეგმა შესრულებულია 98,2%-ით

2016 წელს კი  გეგმა 3 500 ათასი ლარმდე გაიზარდა, ამჯერად გეგმა 63,3 % -ით შესრულდა.  

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი