|
  • EUR 1 = GEL 3.8137
  • USD 1 = GEL 3.2202
|

1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ყველგან, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარისა, 1-ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები სასწავლო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისს და ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთსა და გორს, განსხვავებით ამ ოთხი ქალაქისგან, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში.

იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში გაგრძელდება საკლასო ოთახებში სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა