|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ - საქართველოს რკინიგზა [R]

საქართველოს რკინიგზის თბილისი - ფოთის მგზავრებს ორშაბათს 10 აგვისტოს  მარიკა ბაკურაძე დაემგზავრებათ  - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ. ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა ქართველოს და პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.
დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით. შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში. 
 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.18%
უარყოფითად - 49.02%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.8%
სულ - 102 ხმა