|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 სექტემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მოსალოდნელია ელჭექი, ზოგან კი სეტყვა. 

სინოპტიკოსების ცნობით, 8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, თბილისში 8 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, 9 სექტემბერს კი ისევ გამოიდარებს და დათბება.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა