|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერია და მძღოლები შეთანხმდნენ ისე, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა"-მგზავრები ტარიფის გაძვირებაზე

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე პარალიზებულია. მძღოლები ტარიფის 10 თეთრით გაძვირებამდე ტრანსპორტის მუშაობას არ აპირებენ. გაფიცვის გამო გადაადგილების პრობლემა შეექმნათ მგზავრებს, რომლებსაც მგზავრობა ტაქსების გაზრდილი მომსახურებით უწევთ. მოქალაქეების ნაწილი მგზავრობის ღირებულების გაზრდას ეწინააღმდეგება.

"თბილისის ტარიფებს, რომ ადგენენ აქ, ქუთაისი პატარა ქალაქია, მოძრაობაც მცირე მონაკვეთზე უწევთ, რატომ უნდა გააძვირონ, როცა დაიკლებს საწვავის ფასი, ხომ არ გააიაფებენ მგზავრობის ღირებულებას? ამიტომ მერია და მძღოლები შეთანხმდენ ისე, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა"-აცხადებს მოქალაქე ანზორ ცერცვაძე.

გაფიცული მძღოლების მდგომარეობაზე საუბრობს თინათინ აბაშიძე. მისი თქმით, 10 თეთრი არ არის ის თანხა, რაც ადამიანს მძიმე ტვირთად დააწვება.

"მესმის, რომ არაა კარგი გაძვირება, მაგრამ 10 თეთრი არც ისე დიდი თანხაა. სოციალურად დაუცველები, ისედაც უფასო მგზავრობის ბილეთებით სარგებლობენ და თუ 10 თეთრით პრობლემა მოგვარდება, არ დავეძებთ. თორემ ტაქსები სარგებლობენ ამ მდგომარეობით და ბევრად მეტს გვახდევინებენ. ცუდია გაძვირება, მაგრამ თუ ამით მგზავრობის გრაფიკი მოწესრიგდება, გაძვირდეს"-აცხადებს თინათინ აბაშიძე.

მგზავრებების ნაწილი გამოსავალს მოსაკრებელის შემცირებაში ხედავს. მათი თქმით, მერიას თუ არ უნდა პრობლემები შეიქმნას ქალაქში, გადამზიდავებს მოსაკრებელი უნდა შეუმცირონ.

მძღოლები დღის ბოლოს ქუთაისის მერიის წარმომადგენელებს სამუშაო კაბინეტში შეხვდებიან. იმ დრომდე მუშაობის დაწყებას არ აპირებენ. ამ დროისთვის ქალაქში არ იმყოფება ქუთაისის მერი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა