|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“ მატარებელებს ამატებს [R]

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან „საქართველოს რკინიგზა“დამატებით რეისებს ნიშნავს. 

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი - ბათუმი - თბილისი №852/851

12.10.2019.

თბილისი: გასვლა-8:50; ბათუმი: ჩასვლა-14:31

14.10.2019.

ბათუმი: გასვლა-19:15; თბილისი: ჩასვლა-0:40

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 44.97%
არა - 46.03%
არ იცი - 8.99%
სულ - 378 ხმა