|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონში 13 წლის ბიჭი გადავარდა

ქუთაისში, წერეთელის ქუჩის მიმდებარედ მდინარე რიონში 13 წლის მოზარდი გადავარდა.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი მდინარის პირას იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და წყალში გადავარდა. იქ მყოფებმა ბავშვის წყლიდან ამოყვანა ვერ შეძლეს, რის გამოც სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები გამოიხაძეს.

სამაშველო ეკიპაჟის ადგილზე მისვლის შემდეგ ბავშვი მდინარიდან უვნებლად ამოყვანეს. მას ემოციური შოკი აქვს მიღებული, რის გამოც სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი