15:00 საათის მონაცემებით, ხმა 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 33,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩევლებს მოუწოდა იაქტიურონ, რადგან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.
ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩევლის აქტივობა, 15:00 საათის მონაცემებით, 34.2%-ია.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა