|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16-დან 18 წლამდე პირების „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო

16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  განაცხადა.

 

„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-აღნიშნავს გაბუნია.

მან ასევე აღნიშნა, რომ  მოქალაქეების იმუნიზაცია ონლაინ ჯავშნის გარეშეც იქნება შესაძლებელი. 

" უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც რეგისტრაციის პირველი ტალღა გაივლის, 37 დაწესებულება იქნება  მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, ვინც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან შეიძლება პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს რეჟიმი მოქმედებს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ ვაქცინების შემთხვევაში დოზების მოწოდება როგორც იცით, გაგრძელდება“,- აღნიშნავს გაბუნია.

ავტორი: ნიუპრესი