|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 წლის გიორგი ჩახნაშვილმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

16 წლის გიორგი ჩახნაშვილმა მის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind შექმნა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი - ამის შესახებ  ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა.

გიორგი ჩახნაშვილი 16 წლის მოსწავლეა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმავა, მათ შორის შესწავლილი აქვს ათამდე პროგრამული ენა, უმაღლესი მათემატიკა, კალკულუსი, ხაზოვანი ალგებრა, აბსტრაქტული ალგებრა, ხელოვნური ნეირონული ქსელები და ა.შ. დღეს ის ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, უკვე ამუშავებს რამდენიმე პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმას, დიჯითალ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანური რესურსის დახმარების გარეშე მოიძიებს ინფორმაციას, დაამუშავებს, მოახდენს შედარებას და გააკეთებს მონაცემთა სრულ ანალიზს. მუშაობს ასევე სამეცნიერო გამოცემაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოგრაფიის ალგორითმებს, აბსტრაქტულ/მათემატიკურ ენაზე აღწერს.

 

მის მიერ შექმნიული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით,  მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

“ჩვენს პროდუქტს აქვს ლოგიკური ძიების უნარი, რომლითაც დასმულ შეკითხვაზე ყველაზე აკურატული პასუხის მიღება შეუძლია და მისი ნაპოვნი ტექსტები მცირე მოცულობისაა. მომხმარებლებს არ დასჭირდებათ, რომ ინფორმაცია თვითონ მოიძიონ, ვიდეო ნახონ და ამაში ბევრი დრო დახარჯონ. მნიშვნელოვანია, რომ Digital Mind-ს ჩვეულებრივად დასმული შეკითხვის აღქმა უფრო შეუძლია, ვიდრე ცალკეული საძიებო სიტყვებით. მაგალითად, შეგვიძლია, დავუსვათ ისეთი სპეციფიკური შეკითხვები, როგორიც არის “როგორ შევქმნათ ბიზნეს მოდელი, რა იქნებოდა ამისთვის ყველაზე კარგი გზა?” შეკითხვის დასმის შემდეგ იმ ინფორმაციას, რაც კონკრეტულ ვიდეოშია, მოიძიებს და დასმულ შეკითხვებზე რაც შეიძლება სწრაფად უპასუხებს. ამ პროგრამას ჩვენ მალე ისეთ რაღაცასაც ჩავაშენებთ, რომ მომხმარებელს ვიდეოს ატვირთვა თვითონ შეეძლოს, რასაც ჩვენი პროგრამა წამებში გაანალიზებს და საჭირო ინფორმაციას სწრაფად მიაწვდის”,- აღნიშნა გიორგი ჩახნაშვილმა.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ანდრო რურუას განცხადებით, ამ ეტაპზე Digital Mind მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამაა, თუმცა მალე მუშაობა ქართული ვერსიის შექმნაზეც დაიწყება.

ხელოვნური ინტელექტის რესურსი განუსაზღვრელია მსოფლიოში. ის თანდათან ინტეგრირდება ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა, წარმოება, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ა.შ. განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდია და ის მნიშვნელოვნად ეხმარება ქვეყნებს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებაში.

პროგრამის დახურული წარდგენა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 8 ნოემბერს გაიმართა.

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნებული სასწავლებელია, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ნაწილია. რეგიონისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ინოვაციური პროექტების განხორციელებით, უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებას. მსოფლიოს ისეთი წამყვანი მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციები როგორიცაა HP, IBM, Microsoft, DELL და სხვა, უნივერსიტეტთან დაფუძნების დღიდანვე თანამშრომლობენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აგრეთვე პირველია რეგიონში, მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულ სასწავლებელთან MIT-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება. უნივერსიტეტში ამჟამად 2000-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა