|
  • EUR 1 = GEL 3.6321
  • USD 1 = GEL 3.1344
|

17 მაისს ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

ქუთაისში 17 მაისს ცენტრალურ მოედანზე ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად შეიკრიბებიან.


საპატრიარქოს ჩოხოსანთა იმერეთის სადროშოს ინფორმაციით, შეკრება 12 საათზე დაიწყება, ღონისძიების შემდეგ კი მსვლელობით ბაგრატის ტაძრისაგენ გაემართებიან, სადაც ჯვრისწერა და ჩოხოსანთა კურთხევა მოხდება. 

"ვიკრიბებით,  ვისთვისაც ღირებულია საქართველო, ტრადიცია და ოჯახის ღირებულებები. 
შეკრებაში ჩართულია სასულიერო პირები, პატრიარქის ნათლულები, მრავალშვილიანი დედები....მისალმებებისა და მცირე საკონცერტო ნომრების შემდეგ
ორის ნახევრისათვის იგეგმება ბაგრატის ტაძრისაკენ მსვლელობა [ჯაჭვის ხიდის გავლით], სადაც მეუფე კალისტრატეს კურთხევით გაენათის ეპარქიის მამები იკრიბებიან ... 
ჯვარდაუწერელი წყვილები ჯვარს დაიწერენ და ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონიალი გაიმართება", -ნათქვამია საპატრიარქოს ჩოხოსანთა იმერეთის სადროშოს განცხადებაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.15%
გაუარესდა - 67.61%
არ შეცვლილა - 13.24%
სულ - 355 ხმა