|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 533 ახალი შემთხვევა და 57 გარდაცვლილი -11 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 762, ხოლო გარდაიცვალა — 57 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 177, იმერეთი - 422. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც:

6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 716, იმერეთში - 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 165, იმერეთში - 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 37, იმერეთში - 28.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა