|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

2 დეკემბერი მდინარე რიონის დაცვის დღედ ცხადდება

 2 დეკემბერს თეთრ ხიდთან  (ცისფეყანწელების ქუჩიდან) მდინარე რიონის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის ხიდიდან თეთრ ხიდამდე დასუფთავების აქცია მოეწყობა. 

ორგანიზატორების განცხადებით,  საფუძველი ეყრება მდინარე რიონის დაცვის დღის დაწესებას, რომლის მიზანი  რიონის დაცვის კულტურის ჩამოყალიბებაა.

14:00 საათზე მდინარე რიონის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორი თამარ ბაგრატია მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.

ღონისძიება ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ და მასთან არსებული „ქალთა კლუბის” ორგანიზებით მოეწყობა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა