|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

20 აგვისტოს ქუთაისის სამხატვრო გალერეა დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღნიშნავს

 20 აგვისტოს დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

გალერეა მთელი დღის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლებს ვიზიტორებს. ასევე, მისულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ გალერეის გზამკვლევები.

მოდერნისტი მხატვარი დავით კაკაბაძე როგორც ფერწერისა და გრაფიკის, ისე კინოსა და თეატრის მხატვრობის მიმართულებითაც მუშაობდა, ამასთანავე იღებდა ფოტოებს.

იმერულ პეიზაჟებზე მუშაობა მხატვარმა პარიზში გამგზავრებამდე დაიწყო და დაბრუნების შემდეგაც გააგრძელა. იმერეთის პეიზაჟები უშუალოდ აღმოსავლური ფორმებისა და ავანგარდული ხედვის სინთეზს უკავშირდება.

დავით კაკაბაძის ნამუშევრები ოჯახის კოლექციასა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 დავით კაკაბაძე 1889 წლის 20 აგვისტოს სოფელ დიდ კუხში, ახლანდელ ხონის მუნიციპალიტეტში დაიბადა.

ავტორი: ნიუპრესი