|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20 მარტს ქუთაისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

 20 მარტს ქუთაისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მიზეზი  ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

12:00-დან 17:00 საათამდე - 397 აბონენტს გაპონოვის, ვარლამიშვილის, დვალიშვილის, მაიაკოვსკის, მწვანეყვავილას, ნიუპორტის ქუჩებზე.

12:00-დან 16:00 საათამდე - 431 აბონენტს ნიკეას ქუჩაზე.

12:00-დან 17:00 საათამდე - 221 აბონენტს ლესელიძის ქუჩაზე.

13:00-დან 16:00 საათამდე - 1495 აბონენტს  ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას, ორახელაშვილის, ლომოურის ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა