|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წელს პრემია მხოლოდ იმერეთის გუბერნატორმა მიიღო

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო უწყებაში გაცემული პრემიის, სახელფასო დანამატისა თუ სხვა ხარჯების შესახებ.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2016 წელს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ.

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია.

 2015 წელს 1 114 928.69 ლარი გაიცა (პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი -  680 111.19 ლარი), 2016 წელს კი 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი  -  968 511.61 ლარი);

2015 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა და მისი მოცულობა საგრძნობლად გაზრდილია, პრემიის გაცემის სიხშირე და რაოდენობა კი წინა წლებთან შედარებით, მცირედით შემცირებულია;

2016 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 65 415 ლარის ოდენობით,  კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა;

2016 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში 204 183.11 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (167 712.26 ლარი)

2016 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის გარდა, არც ერთ გუბერნატორს არ აუღია. გივი ჭიჭინაძის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატისა (35 400 ლარი) და პრემიის (2 950 ლარი) ჯამურმა ოდენობამ 38 350 ლარი შეადგინა.

იმერეთის გუბერნიაში 391 267 ლარის ხელფასი, 129 498 ლარის პრემია და სახლფასო დანამატი  გაიცა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა