2017 წელს ქუთაისის მერიამ საჩუქრებისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის 230 000 ლარი დახარჯა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, 2017 წელს ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 230 000 ლარი შეადგინა.
"ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიაზე დაყრდნობით ჩატარდა, რისი მიხედვითაც ირკვევა, რომ თანხის ყველაზე დიდი - 62 370 ლარი საჩუქრების შესაძენად დაიხარჯა.
შეძენილი საჩუქრებიდან გამორჩეული ადგილი ალკოჰოლურ სასმელებისა (15 330 ლარი) და ძვირფასეულობას (10 000 ლარი) უკავია.
აგრეთვე, ყურადღება მიიქცია შპს “ზარფხანასგან” შეძენილმა მინიატურულმა ლომებმა (4 ერთეული), რისთვისაც ბიუჯეტიდან 2354 ლარი დაიხარჯა.
ფლანგვის დეტექტორის გაანგარიშებით, მხოლოდ საჩუქრებში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 210 სოციალურად დაუცველი პირის ყოველთვიური შემწეობისათვის 1 წლის მანძილზე.
ავტორი: ნიუპრესი