|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2018-2019 სასწავლო წლისთვის 13 862 ბავშვი სკოლის გარეთ დარჩა

 სასკოლო ასაკის შეუსრულებლობის გამო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა და აღმოაჩნდა, რომ მხოლოდ წელს, სკოლის გარეთ დაახლოებით 13 862 ბავშვი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესასვლელად რეგისტრაცია 48 ათასზე მეტმა პირველკლასელმა გაიარა. სწავლა კი 18 სექტემბერს იწყება. შესაბამისად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბერს უსრულდებათ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ბავშვის ასაკი 6 წელი უნდა იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ის სასწავლო წლის დაწყებიდან მეორე დღეს ხდება 6 წლის თუ ერთი თვის შემდეგ.

ბოლო 4 სასწავლო წლის განმავლობაში ცვლილების გამო, დროებით, სკოლის გარეთ დაახლოებით 61 146 ბავშვი დარჩა.

განხორციელებულ ცვლილებამდე კი, პირველ კლასში შესვლა იმ მოსწავლეებსაც, შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლოს უსრულდებოდათ. 

 

edu.aris.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა