|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტომობილებზე ქონების გადასახადი წესდება

ფიზიკური პირი, რომლის  თვიური შემოსავალი 3 ათას ლარს აღემატება, ავტომობილის ფლობის გადასახადს გადაიხდის. აღნიშნული ცვლილება ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ცვლილება გააპროტესტა საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, ეს  არ არის ის კეთილდღეობა, რასაც ხელისუფლება  მოსახლეობას დაპირდა.

ქათამაძის ამ განცხადებას ქალაქის მერი შოთა მურღულია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუთაისში ავტომობილებზე ქონების გადასახადი მოსახლეობის უმეტესობას არ შეეხება.  ქალაქის მერი აღნიშნულ ცვლილებას დადებითად აფასებს.

„აღნიშნული ცვლილება ძალიან კარგია, ვინაიდან მეტი შემოსავალი ექნება ქალაქს. ცვლილება არ შეეხება მოსახლეობის უმრავლესობას. გადასახადი დაეკისრება მათ, ვისი წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება. ასეთ ოჯახებს პრობლემა არ ექნებათ, 0,2 %-ის გადახდაზე“,-განაცხადა ქალაქის მერმა.

ცვლილება ძალაში 2018 წლიდან შევა.

   



   

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა