|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2019 წელს მთავრობამ 1 ლარად 77 მლნ ლარის ქონება გაყიდა

2019 წლის 6 თვეში სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად 77 მილიონი ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა. 

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. 

სტატისტიკური მასალიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში 1 ლარად გადაცემულ სახელმწიფო ქონებებს შორის ყველაზე მსხვილი იყო კომპანია "ბიგ სერვისისთვის" ქუთაისში გადაცემული 1,001,522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 68.13 ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამურად სიმბოლურ ფასად გაყიდული მიწის ღირებულება 68 მლნ ლარს აღემატება. 

"ბიგ სერვისი" ის კომპანიაა, რომელმაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა უნდა ააშენოს. ინვესტორს თანხებში გამოხატული კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულება არ აქვს, მაგრამ 2 წელიწადში ქარხანა უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში და არანაკლებ 18 თვე, 300 ადამიანი უნდა დაასაქმოს. 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სიმბოლურ 1 ლარად გაყიდულ ქონებებს შორის მოხვდა "ორბი ჯგუფისთვის" ბახმაროში გადაცემული ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება 7 მლნ ლარი იყო. 

სრულად: bm.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა