|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2019 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  2019 წელს  საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტთა ვიზიტი საქართველოში 7.8%-ით გაიზარდა.

„საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევიან ის ქვეყნები, სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია გამართა, შედეგად დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვა.

2019 წლის დეკემბერში საქართველოში 667,612 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 534,732 შეადგინა, ზრდა +16.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 312,046 შეადგინა, რაც 41,821-ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.5%).

2019 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი სომხეთიდან (+25.8%), აზერბაიჯანიდან (+8.8%), თურქეთიდან (+19.7%) და რუსეთიდან (2.6%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:

პოლონეთი +82.8%, იტალია +77.4%, ლიეტუვა +33%, საფრანგეთი +26.5%, გერმანია

+25.1% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

ყაზახეთი +177.2%, ყირგიზეთი +191.6%, ისრაელი +63.8%, ჩინეთი +54.1% და სხვა.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217 მილიონ დოლარს (ზრად +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა