|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21 დეკემბერს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 21 დეკემბერს წარსდგება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პროცედურის მიხედვით მოდის, როცა მინისტრი პარლამენტს მოსმენის ინიციატივით თავად მიმართავს.

ცნობისთვის, ერთ თვეზე მეტია, საპარლამენტო უმცირესობა გიორგი გახარიას მოსმენის საკითხს სვამს.

უმცირესობის თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უმცირესობის ფრაქციების სხდომაზე გამოცხადებულიყო. ასევე განიხილებოდა გახარიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში მოსმენაც.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა