|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21 ივლისიდან ეროვნული გამოცდების დამატებითი სესიები დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.

საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გოგროძე ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა.

"დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტები ფუზიკის, ლიტერატურის და უნარების გამოცდებს აბარაბენ. ხვალიდან დაიწყება დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის ვინ კორონავირუსის გამო გადაედოთ. ხვალ დაიწყება გამოცდები მასწავლებლებისთვის. ზოგადად, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დრომდე აბიტურიენტების გამოცხადებას რაც შეეხება, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას ესეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი. კორონავირუსუს გამო ასამდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა. შედეგები გამოცხადება დაიწყება აგვისტოდან. იმ აბიტურიენტებისთვის, ვინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა წერა, გამოქცეყნებული ტესტები კვიროს ბოლომდე გამოქვეყნდება. ამასთან, დამატებითი სესიების ქულები არ თანამბრდება და მეთოდოლოგიურად ეს უფრო გამართლდებულია"-განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა