|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი უარესდება

22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. 

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიზე ამინდს განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

 

IPN.GE

ავტორი: ნიუპრესი