|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრომეთეს მღვიმის დარაჯს ღირსების ორდენი გადაეცა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა გიორგი ტყაბლაძეს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წლის განმავლობაში იცავდა ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრომეთეს მღვიმის უნიკალური ბუნებრივი ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, 2010 წელს, მღვიმის სახმელეთო გამოსასვლელის ტერიტორიაზე მისი ძეგლიც გაიხსნა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა