|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

24 იანვრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

21-22 იანვარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22-23 იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში 20-21 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 21-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ავტორი: ნიუპრესი