|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და სასტუმროები ამუშავდება

ხვალიდან, 25 თებერვლიდან სასტუმროები გაიხსნება, საბაგიროები კი მუშაობის დაწყებას 8 მარტიდან შეძლებენ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან, 25 თებერვლიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

1-ელი მარტიდან ამუშავდება ბაღები და ბიბლიოთეკები, ჩატარდება კონფერენციები და ტრენინგები. 

 15 მარტიდან მუშაობის დაწყებას შეძლებენ თეატრები, ასევე ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები.

შემსუბუქდება ასევე ვიზიტორებთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები, თუმცა უცვლელი რჩება ღამის საათებში - 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებული აკრძალვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა