|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"300 ლარი პენსია - 500 ლარი მინიმალური ხელფასი"-ირაკლი ალასანია

მეორე პოლიტიკური პარტია, რომელმაც საარჩენო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარადგინა, "თავისუფალი დემოკრატები" გახდა. 250 ლარი საარსებო მინიმუმი - 300 ლარი პენსია - 500 ლარი მინიმალური ხელფასი - ასეთია ირაკლი ალასანიას გუნდის წინასაარჩევნო დაპირება. 
"თავისუფალმა დემოკრატებმა" რეალურად დავიანგარიშეთ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი მინიმალურად მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის 250 ლარი. ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი იქნება 250 ლარი. შესაბამისად პენსია, რომელიც დღეს 180 ლარი გახდა, ჩვენს პირობებში იქნება 300 ლარი. კანონის შესაბამისად მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 20 %-ით მეტი იქნება. ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში ყველა მოქალაქეს ექნება უკეთესი ანაზღაურება. მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად. პირველად საქართველოში, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული იქნება სახელფასო მინიმუმი. მილიარდნახევრით გაიზრდება ჩვენს პირობებში სოციალური ხარჯები, 4 მილიარდამდე გაიზრდება ეკონომიკა იმ პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს დათვლილი”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ავტორი: ნიუპრესი