|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

26 მაისი ლევილის მამულში საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს საელჩოს და საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ეგიდით, 26 მაისს ლევილის ქართულ მამულში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

ღონისძიების მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის  ნოე ჟორდანიას და ეროვნული საბჭოს წევრების საფლავები, რის შემდეგაც მათ ღვაწლსა და  ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლევილში იმყოფებონენ საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  თეონა  გიუნაშვილი.

დღესასწაულის აღსანიშნად ლევილის სასახლის ეზოში გაიმართა კონცერტი.  მასში მონაწილეობდნენ ანსამბლები “მარანი”, “თამარიონი”,  მომღერალი ელგა ფორჩხიძე და სხვები.

ლევილში იმყოფებოდა იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, მას მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

 

ავტორი: ეკა ლელაძე