|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

27 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

 პეტრე-პავლობის მარხვა 27 ივნისს დაიწყება და ტრადიციულად 12 ივლისს , პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.
დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია.
მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

დღეს კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა  აღევლინა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა