|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთის მასშტაბით 30-დან 40 პაციენტამდე ყოველდღე შედის ცხელების ცენტრებში"

გუშინ იმერეთის მასშტაბით კოვიდინფექციაზე 200-მე ანალიზი გაკეთდა და ყველა პასუხი უარყოფითია -  ამის შესახებ "ნიუპრესს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძემ განუცხადა. მისი თქმით, ცხელების ცენტრებს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები ყოველღიურად მიმართავენ. 

"იმერეთის მასშტაბით 30-დან 40 პაციენტამდე ყოველდღე შედის ცხელების ცენტრებში, არსებული პროტოკოლით ყველას ვიკვლევთ კოვიდზე, ჯამში გუშინ 200-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ, დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა", -განაცხადა გოჩა გიორგიძემ. 

მისი თქმით, იმერეთის საკარანტინე სივრცეებში ამ დროისათვის 180 ადამიანი გადის იმყოფება, გუშინ აზერბაიჯანიდან შემოსული 47 მოქალაქე წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა.  დღეს მოქალაქეების ახალი ჯგუფი წყალტუბოს კიდევ ერთ სასტუმროში განთავსდება.  საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებს ასევე საირმეში. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა