|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით

 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით, -აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი მიმართვაში რომელსაც ციხიდან ავრცელებს, 

მიხეილ სააკაშილის განცხადებით, ბრძოლის ხაზი ახლა არჩევნების მეორე ტურებბზე გადის. ამასთან,  აცხადებს, რომ მიუხედავად, მდგომარეობის გართულებისა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

 

"უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველ დღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან. მთავარია 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურობის გაუარესებისა, არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებებით შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, ჩემთან მიმართებაში. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილის წერილი დღეს მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, გაასაჯაროვა. 

 
 
 
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა