|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

31 დეკემბერს ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი გაზრდილი გრაფიკით იმოძრავებს

ახალი წლის ღამეს ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი გაზრდილი გრაფიკით იმოძრავებს. მერიის ინფორმაციით, ქალაქში მოძრავი ყველა სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს.

"ახალი წლის ღამეს პირველის ნახევრამდე იმოძრავებს ტრანსპორტი ვიდრე არ დასრულდება საახალწლო ღონისძიებები, ასევე მომდევნო დღეებში ღონისძიებების ფარგლებში ყველა ტრანსპორტი იმოძრავებს გახანგრძლივებული გრაფიკით"-განაცხადეს ქალაქის მერიაში.

 საახალწლო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი