|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

31 ოქტომბერს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება

31  ოქტომბერს,  ქუთაისში ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალი „მოგზაურობა დროში“  გაიმართება. ეროვნულ კოსტიუმებში სახალხო სეირნობა  ქალაქის ცენტრალური მოედანზე  12 საათზე დაიწყება  და 19 საათამდე გასტანს.  შეაბამისად,  მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება  შეიზღუდება. 

ფესტივალის ფარგლებში იმერეთის ფოლკლორული ანსამბლების წარდგენა,  ხალხური რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაა გათვალისწინებული. ასევე იგეგმება ფოლკლორული ფოტო სალონის „დროში მოგზაურობა“ ორგანიზება, ქუთაისის აკადემიურ და ოპერის თეატრებში დაცული თეატრალური კოსტიუმების გამოფენა (თეატრების ფოიეში), ასევე გამოიფინება  თოჯინების თეატრის უნიკალური თოჯინები.

ორგანიზატორები ფესტივალზე სტუმრებს სომხეთიდან და მოლდავეთიდან ელოდებიან.  ღონისძიების მონაწილეთა ასაკი განისაზღვრულია 6-დან 24 წლის ჩათვლით.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, "ფესტივალის მიზანია ეროვნული კულტურული ხელოვნების და ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა და ამ პროცესებში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობა, ქუთაისში ახალგაზრდული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების ჩატარების კულტურის დანერგვა და მისი საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბება. ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ქუთაისისა და იმერეთის, როგორც მდიდარი ისტორიული წარსულის და მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციების მქონე რეგიონის იმიჯის ხაზგასმა და წარმოჩენა. ასევე ქალაქის კულტურული დაწესებულებების ისტორიული სახის პოპულარიზაცია".

ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა