|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგადასახადო დავალიანება 34 804 გადამხდელს ჩამოეწერა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, გადასახადის 34 804 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება,  ჯამში,  1 492 271 038.00 ლარი ჩამოეწერა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა. ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა და შეღავათები დაწესდა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანებაზე. ასევე  2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმაზე, საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმაზე.


შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს, როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა