|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულში დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სამხრეთ დასავლეთიდან სოფელ ხიდარში იყო. ბიძგები საგრძნობი იყო ქუთაისსა და თბილისშიც. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა